1.ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებისა და თანამდებობის პირების სამართლებრივი აქტების გასაჩივრება საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსითა და „ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების საქმიანობის სახელმწიფო ზედამხედველობის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრულ შემთხვევებში და განსაზღვრული წესით შეიძლება: ა) საკრებულოს დადგენილებისა – სასამართლოში; ბ) საკრებულოს განკარგულებისა – სასამართლოში, აგრეთვე თუ განკარგულება მიღებულია დელეგირებული უფლებამოსილებების სფეროში – სახელმწიფო ზედამხედველობის ორგანოში; გ) საკრებულოს თავმჯდომარის ბრძანებისა – სასამართლოში, აგრეთვე თუ ბრძანება გამოცემულია დელეგირებული უფლებამოსილებების სფეროში – სახელმწიფო ზედამხედველობის ორგანოში; დ) გამგებლის (მერის) ბრძანებისა – სასამართლოში, აგრეთვე თუ ბრძანება გამოცემულია დელეგირებული უფლებამოსილებების სფეროში – სახელმწიფო ზედამხედველობის ორგანოში.
2.ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებისა და თანამდებობის პირების სამართლებრივი აქტების შეჩერება ხდება საქართველოს კანონით განსაზღვრულ შემთხვევებში და განსაზღვრული წესით.
3.ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებისა და თანამდებობის პირების სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსითა და „ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების საქმიანობის სახელმწიფო ზედამხედველობის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრულ შემთხვევებში და განსაზღვრული წესით შეუძლიათ: ა) საკრებულოს დადგენილებისა – საკრებულოს და სასამართლოს; ბ) საკრებულოს განკარგულებისა – საკრებულოს, სასამართლოს, აგრეთვე თუ განკარგულება მიღებულია დელეგირებული უფლებამოსილებების სფეროში და გასაჩივრებულია დაინტერესებული მხარის მიერ – სახელმწიფო ზედამხედველობის ორგანოს; გ) საკრებულოს თავმჯდომარის ბრძანებისა – საკრებულოს თავმჯდომარეს, სასამართლოს, აგრეთვე თუ ბრძანება გამოცემულია დელეგირებული უფლებამოსილებების სფეროში და გასაჩივრებულია დაინტერესებული მხარის მიერ – სახელმწიფო ზედამხედველობის ორგანოს; დ) გამგებლის ( მერის) ბრძანებისა – გამგებელს (მერს), სასამართლოს, აგრეთვე თუ ბრძანება გამოცემულია დელეგირებული უფლებამოსილებების სფეროში და გასაჩივრებულია დაინტერესებული მხარის მიერ – სახელმწიფო ზედამხედველობის ორგანოს.
4.ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებისა და თანამდებობის პირების სამართლებრივი აქტების ძალადაკარგულად გამოცხადება საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსითა და საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსით განსაზღვრულ შემთხვევებში და განსაზღვრული წესით შეუძლიათ თავად აქტის მიმღებ (გამომცემ) ორგანოს (თანამდებობის პირს) და სასამართლოს. საკრებულოს დადგენილება, რომელიც მიღებულია დელეგირებული უფლებამოსილებების ფარგლებში „ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების საქმიანობის სახელმწიფო ზედამხედველობის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრულ შემთხვევებში და განსაზღვრული წესით, ძალადაკარგულად შეიძლება გამოაცხადოს საქართველოს მთავრობამ. საქართველოს 2009 წლის 28 დეკემბრის ორგანული კანონი №2515 - სსმ I, №5, 25.01.2010წ., მუხ.16 საქართველოს 2010 წლის 17 დეკემბრის ორგანული კანონი №4131 - სსმ I, №76, 29.12.2010 წ.,მუხ.508 საქართველოს 2011 წლის 24 ნოემბრის ორგანული კანონი №5292 - ვებგვერდი, 05.12.2011წ. თავი VIII. თვითმმართველი ერთეულის საფინანსო-ეკონომიკური საფუძვლები

