Статья 13. დირექტორი
1. სამსახურს ხელმძღვანელობს დირექტორი, რომელსაც თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს საქართველოს პრემიერ-მინისტრი „საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად.
2. დირექტორი ახორციელებს ამ კანონის მე-14 მუხლით განსაზღვრულ უფლებამოსილებებს და წარმოადგენს სამსახურს მესამე პირთან ურთიერთობაში.
3. დირექტორად შეიძლება დაინიშნოს არანაკლებ 30 წლის, უმაღლესი იურიდიული განათლების მქონე საქართველოს მოქალაქე, რომელსაც აქვს იურისტად მუშაობის არანაკლებ 5 წლისა და ხელმძღვანელად მუშაობის არანაკლებ 3 წლის გამოცდილება.
4. დირექტორს არ აქვს საადვოკატო ან სხვა ანაზღაურებადი საქმიანობის განხორციელების უფლება, გარდა სამეცნიერო, პედაგოგიური და შემოქმედებითი საქმიანობებისა.
5. დირექტორზე ვრცელდება „კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი მოთხოვნები.
6. დირექტორს უფლებამოსილება უწყდება „საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ“ საქართველოს კანონის 10 1 მუხლის შესაბამისად. „საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ“ საქართველოს კანონის 10 1 მუხლით გათვალისწინებული საფუძვლების გარდა, დირექტორის თანამდებობიდან გათავისუფლების (უფლებამოსილების შეწყვეტის) საფუძველია მის მიერ „კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი მოთხოვნების დარღვევა. საქართველოს 2013 წლის 13 დეკემბრის კანონი №1779 - ვებგვერდი, 28.12.2013წ. საქართველოს 2015 წლის 20 მარტის კანონი №3368 – ვებგვერდი, 31.03.2015წ. საქართველოს 2015 წლის 27 ოქტომბრის კანონი №4359 - ვებგვერდი, 11.11.2015წ. საქართველოს 2016 წლის 21 დეკემბრის კანონი №136 - ვებგვერდი, 28.12.2016წ. საქართველოს 2022 წლის 30 ნოემბრის კანონი №2217 – ვებგვერდი, 15.12.2022წ. საქართველოს 2026 წლის 4 მარტის კანონი №1374 – ვებგვერდი, 05.03.2026წ.
