ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ
Статья 32. სამსახურის ხელმძღვანელობა
1. სამსახურს ხელმძღვანელობს სამსახურის უფროსი , რომელიც უფლებამოსილია საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით გამოსცეს კანონქვემდებარე ნორმატიული აქტი ( ბრძანება ) და ინდივიდუალური სამართლებრივი აქტი .
2. სამსახურის უფროსს 4 წლის ვადით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს საქართველოს პრემიერ - მინისტრი .
3. სამსახურის უფროსის თანამდებობიდან ვადამდე გათავისუფლების საფუძვლებია : ა ) საქართველოს მოქალაქეობის შეწყვეტა ; ბ ) მძიმე სამსახურებრივი გადაცდომის ჩადენა ; გ ) სამსახურებრივი მოვალეობის ზედიზედ 4 თვის განმავლობაში შეუსრულებლობა ; დ ) სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენის კანონიერ ძალაში შესვლა ; ე ) სასამართლოს მიერ უგზო - უკვლოდ დაკარგულად აღიარება , გარდაცვლილად გამოცხადება ან მხარდაჭერის მიმღებად ცნობა , თუ სასამართლოს გადაწყვეტილებით სხვა რამ არ არის განსაზღვრული ; ვ ) სამსახურის უფროსის სტატუსთან შეუთავსებელი თანამდებობის დაკავება ან შეუთავსებელი საქმიანობის განხორციელება ; ზ ) პირადი განცხადება ; თ ) გარდაცვალება .
4. სამსახურის უფროსს ჰყავს მოადგილეები . სამსახურის უფროსის მოადგილეს თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს სამსახურის უფროსი .
