დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულების წესისა და პრობაციის შესახებ
Статья 19. ოქმი
1. პრობაციის ოფიცერი სააღსრულებო მოქმედების განხორციელების პროცესში ადგენს ოქმს, რომელიც უნდა შეიცავდეს: ა) ოქმის შედგენის ადგილსა და თარიღს; ბ) სამართლებრივი აქტის დასახელებას, რომლის აღსასრულებლადაც დგება ოქმი; გ) ოქმის შემდგენი პრობაციის ოფიცრის სახელსა და გვარს; დ) მონაცემებს ოქმის შედგენის დროს დამსწრე პირთა შესახებ; ე) სააღსრულებო მოქმედების შინაარსს.
2. ოქმის სისწორე დასტურდება პრობაციის ოფიცრის, მსჯავრდებულისა და ოქმის შედგენის დროს დამსწრე პირთა ხელმოწერებით და პრობაციის ოფიცრის ბეჭდით. პირის უარი ხელის მოწერაზე აღინიშნება ოქმში. მუხლი 20. პრობაციის ოფიცრის მოხსენებითი ბარათი სასამართლოსთვის წარდგინებით მიმართვის მოთხოვნის შესახებ თუ პრობაციის ოფიცერი მიიჩნევს, რომ არსებობს სასამართლოსთვის წარდგინებით მიმართვის საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული საფუძველი, იგი პრობაციის ბიუროს უფროსის სახელზე წერს მოხსენებით ბარათს. მოხსენებით ბარათში უნდა მიეთითოს: ა) სააღსრულებო საქმის ნომერი; ბ) აღსასრულებელი სამართლებრივი აქტი; გ) მოკლე ცნობები სააღსრულებო მოქმედებათა შესახებ; დ) ცნობები მსჯავრდებულის (მათ შორის, იურიდიული პირის) მიერ მისთვის დაკისრებული მოვალეობის შეუსრულებლობის (არსებობის შემთხვევაში) შესახებ; ე) პრობაციის ოფიცრის დასაბუთებული მოსაზრება წარდგინების მიზანშეწონილობასთან დაკავშირებით; ვ) პრობაციის ოფიცრის ხელმოწერა და მოხსენებითი ბარათის წარდგენის თარიღი. საქართველოს 2009 წლის 3 ნოემბრის კანონი №1933 - სსმ I, №35, 19.11.2009 წ., მუხ.238 საქართველოს 2014 წლის 30 აპრილის კანონი №2324 - ვებგვერდი, 13.05.2014წ. საქართველოს 2017 წლის 1 ივნისის კანონი №954 - ვებგვერდი, 20.06.2017წ. საქართველოს 2019 წლის 29 ნოემბრის კანონი №5390 – ვებგვერდი, 10.12.2019წ.
