Статья 14. საგზაო მოძრაობის ორგანიზებასთან დაკავშირებული საქმიანობა
Редакция №35 Сверено с действующей редакцией · 17 мар. 2026 г.
1. საგზაო მოძრაობის ორგანიზებასთან დაკავშირებული საქმიანობა ხორციელდება იმ ტექნიკური საშუალებების კომპლექსურად გამოყენების საფუძველზე, რომლებიც რეგლამენტირებულია საქართველოს კანონმდებლობით და გათვალისწინებულია საგზაო მოძრაობის ორგანიზების პროექტებითა და სქემებით.
2. გზის გამტარუნარიანობის გაზრდის ან სხვა მიზნით საგზაო მოძრაობის ორგანიზებაში ცვლილების შეტანა საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების შემცირების ხარჯზე დაუშვებელია.
Похожее по всему законодательству
Ближайшее по смыслу — в том числе в других законах
საგზაო მოძრაობის შესახებ
