Ближайшее по смыслу — в том числе в других законах
Всегда актуальная правовая база
2.დასახლებული პუნქტების , საწარმოების , ნაგებობებისა და სხვა ობიექტების დაპროექტების , განლაგების , მშენებლობის დროს , არსებულთა სრულყოფისა და ახალი ტექნოლოგიური პროცესების დანერგვისას , ყამირი მიწების , ჭარბტენიანი ტერიტორიების , სანაპირო და ბუჩქნარით დაფარული ტერიტორიების სამეურნეო ბრუნვაში მოქცევისას , მიწების მელიორაციის დროს , ტყით სარგებლობისას , გეოლოგიურ - საძიებო სამუშაოების შესრულებისას , სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების , სასოფლო - სამეურნეო ცხოველთა საძოვარი და გადასარეკი ადგილების განსაზღვრის , ტურისტული მარშრუტების შემუშავებისა და მოსახლეობის მასობრივი დასვენების ადგილების მოწყობის დროს გათვალისწინებულ უნდა იქნეს და განხორციელდეს ღონისძიებანი გარეულ ცხოველთა საბინადრო გარემოსა და გამრავლების არეალების , გადარჩენის სტაციების , სამიგრაციო და წყალთან მისასვლელი გზების , წყლის სასმელი ადგილების შესანარჩუნებლად . უზრუნველყოფილ უნდა იქნეს აგრეთვე , გარეულ ცხოველთა ნორმალური არსებობისათვის განსაკუთრებული ღირებულების მქონე უბნების ხელშეუხებლობა .
3.რკინიგზის , გზატკეცილების , მილსადენი და სხვა სატრანსპორტო მაგისტრალების , ელექტროგადამცემი და კავშირგაბმულობის ხაზების , აგრეთვე არხების , კაშხლებისა და სხვა ჰიდროტექნიკურ ნაგებობათა დაპროექტების , განლაგების , აგრეთვე მშენებლობის დროს , საძოვრებისა და სახნავ - სათესი ფართობების გამოყოფისას უნდა შემუშავდეს და განხორციელდეს ღონისძიებანი , რომლებიც უზრუნველყოფენ გარეულ ცხოველთა სამიგრაციო და წყალთან მისასვლელი გზების , გამრავლების არეალების , გადარჩენის სტაციებისა და წყლის სასმელი ადგილების შენარჩუნებას .
4.სამინისტრო საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით აჩერებს ან კრძალავს ყველა სახის (მათ შორის, ამ მუხლის პირველ–მე-3 პუნქტებში აღნიშნულ) საქმიანობას, რომელმაც შეიძლება გავლენა მოახდინოს ცხოველთა სამყაროზე, გარეულ ცხოველთა საბინადრო გარემოზე, გამრავლების არეალებზე, გადარჩენის სტაციებზე, სამიგრაციო და წყალთან მისასვლელ გზებსა და წყლის სასმელ ადგილებზე და რომელიც გარემოსდაცვითი შეფასების კოდექსით გათვალისწინებული გარემოსდაცვითი გადაწყვეტილების გარეშე ან გარემოს დაცვის კანონმდებლობით დადგენილი წესების დარღვევით ხორციელდება. [4. სამინისტრო საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით აჩერებს ან კრძალავს ყველა სახის (მათ შორის, ამ მუხლის პირველ–მე-3 პუნქტებში აღნიშნულ) საქმიანობას, რომელმაც შეიძლება გავლენა მოახდინოს ცხოველთა სამყაროზე, გარეულ ცხოველთა საბინადრო გარემოზე, გამრავლების არეალებზე, გადარჩენის სტაციებზე, სამიგრაციო და წყალთან მისასვლელ გზებსა და წყლის სასმელ ადგილებზე და რომელიც გარემოსდაცვითი გადაწყვეტილების/ინტეგრირებული გარემოსდაცვითი ნებართვის გარეშე ან გარემოს დაცვის კანონმდებლობით დადგენილი წესების დარღვევით ხორციელდება. (ამოქმედდეს 2026 წლის 1 სექტემბრიდან) ] საქართველოს 2017 წლის 1 ივნისის კანონი №903 - ვებგვერდი, 21.06.2017წ. საქართველოს 2023 წლის 29 ივნისის კანონი №3385 – ვებგვერდი, 30.06.2023წ.
Опишите ситуацию — поможем найти нужного специалиста.
—
—