პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსი
Статья 103. გარდამავალი დებულებები
1. შესაბამისმა უწყებებმა 2013 წლის 31 დეკემბრამდე საქართველოს მთავრობას წარუდგინონ მისაღები ტექნიკური რეგლამენტების პროექტები მოქმედი ტექნიკური რეგლამენტების (ნორმების, წესების, ინსტრუქციების, მოთხოვნების) რევიზიის შედეგად.
2. საქართველოს მთავრობამ 2014 წლის 1 აპრილამდე დაამტკიცოს და გამოაქვეყნოს საქართველოში მოქმედი/რეგისტრირებული ტექნიკური რეგლამენტების ნუსხა.
3. საქართველოს მთავრობამ წელიწადში ერთხელ გამოაქვეყნოს ტექნიკური რეგლამენტების რეესტრში რეგისტრირებული, მოქმედი ტექნიკური რეგლამენტების განახლებული სია.
4. საქართველოს მთავრობამ 2013 წლის 1 მარტამდე შეიმუშაოს და დაამტკიცოს იმ ქვეყნების ნუსხა, რომელთა ტექნიკური რეგლამენტები საქართველოში სამოქმედოდ არის დაშვებული.
5. ამ კოდექსის ამოქმედებამდე სახელმწიფო ორგანოს მიერ გამოცემული ნორმატიული აქტი, რომელიც შინაარსობრივად ტექნიკური რეგლამენტია, ექვემდებარება ამ კოდექსის 57-ე მუხლით დადგენილი შესაბამისი ფორმით გამოცემას და ტექნიკური რეგლამენტების რეესტრში რეგისტრაციას.
6. ამ კოდექსის ამოქმედებიდან 6 თვის ვადაში საქართველოს მთავრობამ განსაზღვროს მომეტებული საფრთხის შემცველი ობიექტების უწყებრივი რეესტრის წარმოების წესი .
