საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებ
Статья 21. ინფექციურ დაავადებებზე ეპიდზედამხედველობის ინტეგრირებული ეროვნული სისტემა
1. საქართველოს მთავრობა უზრუნველყოფს ინფექციურ დაავადებებზე, მათ შორის, განსაკუთრებით საშიში პათოგენებით გამოწვეულ დაავადებებზე, ეპიდზედამხედველობის ინტეგრირებული ეროვნული სისტემის შექმნას.
2. ინფექციურ დაავადებებზე, მათ შორის, განსაკუთრებით საშიში პათოგენებით გამოწვეულ დაავადებებზე, ეპიდზედამხედველობის ინტეგრირებული ეროვნული სისტემის ფუნქციონირების წესს ამტკიცებს საქართველოს მთავრობა.
3. ინფექციურ დაავადებებზე ეპიდზედამხედველობის ინტეგრირებული ეროვნული სისტემა ეფუძნება განსაკუთრებით საშიში პათოგენების აღმოჩენის, ეპიდზედამხედველობისა და რეაგირების ერთიან ლაბორატორიულ სისტემას, რომელიც მოიცავს სხვადასხვა დონის ბიოლოგიური უსაფრთხოების ლაბორატორიების ქსელს.
4. ბიოლოგიური უსაფრთხოების ლაბორატორიები უნდა აკმაყოფილებდეს შესაბამის საერთაშორისო ნორმებს. საქართველოს 2015 წლის 1 აპრილის კანონი №3417 - ვებგვერდი, 14,04,2015წ. თავი VI. საზოგადოების ჯანმრთელობისათვის უსაფრთხო გარემოს უზრუნველყოფა
