საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებ
Статья 16. ბიოლოგიური უსაფრთხოების უზრუნველყოფა
1. მოსახლეობის ბიოლოგიური უსაფრთხოების უზრუნველყოფის მიზნით სამინისტრო ატარებს ერთიან სახელმწიფო პოლიტიკას. სამინისტრო მოსახლეობის ჯანმრთელობის, დაავადების გამომწვევ პათოგენურ ბიოლოგიურ აგენტებთან კონტაქტში მყოფი პერსონალისა და გარემოს დაცვის მიზნით ატარებს კომპლექსურ – ორგანიზაციულ, სამედიცინო-ბიოლოგიურ და საინჟინრო-ტექნოლოგიურ ღონისძიებებს.
2. სამინისტრო ადგენს განსაკუთრებით საშიში პათოგენების ნუსხას და, საჭიროებისამებრ, უზრუნველყოფს მის გადახედვას.‘ 3. აკრძალულია იმ სახეობის პათოგენური ბიოლოგიური აგენტების და ისეთი რაოდენობით ფლობა, რომელიც ვერ აიხსნება მათი დიაგნოსტიკური, კვლევითი ან სხვა სამშვიდობო მიზნებისათვის გამოყენებით.
4. სამინისტროს წარდგინებით საქართველოს მთავრობა ამტკიცებს განსაკუთრებით საშიში პათოგენების ფლობის, გამოყენების, გადაცემის, გადატანისა და განადგურების წესებსა და ნორმებს, მათი კვლევისა და კონტროლის მეთოდებს.
