საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებ
Статья 45^1. 2015 წლის 1 აპრილამდე სასამართლოს მიერ ქმედუუნაროდ ცნობილ პირებთან დაკავშირებული სამართლებრივი რეგულირება გარდამავალ პერიოდში
1. თუ პირი 2015 წლის 1 აპრილამდე სასამართლომ ქმედუუნაროდ ცნო და მისი ინდივიდუალური შეფასება არ მომხდარა, სამედიცინო მომსახურების მიმწოდებელმა ამ კანონის მე-8 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ინფორმაცია მის მეურვეს უნდა მიაწოდოს.
2. იმ პირის, რომელიც 2015 წლის 1 აპრილამდე სასამართლომ ქმედუუნაროდ ცნო და რომლის ინდივიდუალური შეფასებაც არ მომხდარა, იზოლაციის ან/და კარანტინში მოთავსების შემთხვევაში მის მეურვეს ამის შესახებ წერილობით უნდა ეცნობოს. წერილობითი შეტყობინება უნდა შეიცავდეს იზოლაციის ან/და კარანტინში მოთავსების იურიდიულ საფუძველს და სავარაუდო ხანგრძლივობას. საქართველოს 2015 წლის 20 მარტის კანონი №3365 - ვებგვერდი, 31.03.2015წ. მუხლი 45 2 . საზოგადოებრივი მნიშვნელობის დაწესებულებებში ესთეტიკური და კოსმეტიკური პროცედურების განმახორციელებლად რეგისტრაცია გარდამავალ პერიოდში 1. ყველა პირი, რომელთა საქმიანობაც დაკავშირებულია საზოგადოებრივი მნიშვნელობის დაწესებულებებში ესთეტიკური და კოსმეტიკური პროცედურების განხორციელებასთან, ვალდებულია 2016 წლის 1 ოქტომბრამდე, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით განახორციელოს შესაბამისი საქმიანობის რეგისტრაცია ეკონომიკურ საქმიანობათა რეესტრში.
