საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსი
Статья 451. 2015 წლის 1 აპრილამდე სასამართლოს მიერ ქმედუუნაროდ ცნობილ პირებთან დაკავშირებული სამართლებრივი რეგულირება გარდამავალ პერიოდში
1. 2015 წლის 1 აპრილამდე სასამართლოს მიერ ქმედუუნაროდ ცნობილ პირს მის ინდივიდუალურ შეფასებამდე არ ეზღუდება სასამართლოსათვის მიმართვის უფლება.
2. 2015 წლის 1 აპრილამდე სასამართლოს მიერ ქმედუუნაროდ ცნობილი პირი ჩაითვალოს ქმედუუნარო პირად მის ინდივიდუალურ შეფასებამდე, 2015 წლის 1 აპრილამდე მოქმედი ნორმების შინაარსის გათვალისწინებით.
3. მოსამართლე სარჩელის ჩაბარებიდან 5 დღის ვადაში არ მიიღებს მას, თუ სარჩელი შეიტანა 2015 წლის 1 აპრილამდე სასამართლოს მიერ ქმედუუნაროდ ცნობილმა პირმა, რომლის ინდივიდუალური შეფასებაც არ მომხდარა.
4. სასამართლო მხარის განცხადების საფუძველზე ან თავისი ინიციატივით განუხილველად დატოვებს სარჩელს (განცხადებას), თუ სარჩელი (განცხადება) 2015 წლის 1 აპრილამდე სასამართლოს მიერ ქმედუუნაროდ ცნობილმა პირმა შეიტანა და სასამართლოს მიზანშეწონილად არ მიაჩნია მისთვის საპროცესო წარმომადგენლის დანიშვნა.
5. მხარეს შეიძლება უარი ეთქვას სამედიცინო მედიაციის სამსახურის მიერ მიღებული გადაწყვეტილების ცნობასა და აღსრულებაზე, თუ მხარე, რომლის წინააღმდეგაც გამოტანილია სასამართლო გადაწყვეტილება, სასამართლოს სარჩელით მიმართავს და დაამტკიცებს, რომ იგი 2015 წლის 1 აპრილამდე სასამართლოს მიერ ქმედუუნაროდ ცნობილი პირი იყო.
