1.2015 წლის 1 აპრილამდე სასამართლოს მიერ ქმედუუნაროდ ცნობილი პირის მეურვე ვალდებულია სამეურვეო პირის მხარდაჭერის მიმღებად ცნობისა და მისი ინდივიდუალური შეფასებისათვის 2015 წლის 1 აპრილიდან 4 წლის განმავლობაში მიმართოს სასამართლოს. მანამდე იგი შეუფერხებლად განაგრძობს თავისი მოვალეობების შესრულებას.
2.თუ 2015 წლის 1 აპრილამდე სასამართლოს მიერ ქმედუუნაროდ ცნობილი პირი მოთავსებულია სტაციონარულ ფსიქიატრიულ დაწესებულებაში, ეს დაწესებულება ვალდებულია სამეურვეო პირის მხარდაჭერის მიმღებად ცნობისა და მისი ინდივიდუალური შეფასებისათვის 2015 წლის 1 აპრილიდან 2 წლის განმავლობაში მიმართოს სასამართლოს.
