საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებ
Статья 7. სამინისტროს ვალდებულებები გადამდები დაავადებების პროფილაქტიკის სფეროში
1. სამინისტრო უზრუნველყოფს: ა) გადამდები დაავადებების ეპიდზედამხედველობას; ბ) გადამდები დაავადებების პრევენციას, მათ შორის, პროფილაქტიკური აცრების ჩატარებას; გ) პროფილაქტიკური აცრების ეროვნული კალენდრით განსაზღვრული აცრებისა და ეპიდჩვენებით განპირობებული აცრების ზედამხედველობას; დ) სახელმწიფო სტატისტიკის წარმოებას პროფილაქტიკური აცრების ეროვნული კალენდრით განსაზღვრული აცრების შესახებ, რომლებიც ჩატარდა; ე) სტატისტიკის წარმოებას გადამდები დაავადებების, მათ შორის, განსაკუთრებით საშიში ინფექციების შემთხვევების შესახებ; ვ) ეპიდემიური აფეთქებისა და ეპიდემიების ლაბორატორიულ დადასტურებას; ზ) ინფიცირებულთა მკურნალობას გადამდები დაავადებების გავრცელების პრევენციის მიზნით; თ) საქართველოს ტერიტორიაზე მყოფი პირებისათვის პროფილაქტიკური აცრების ეროვნული კალენდრით განსაზღვრული აცრების ხელმისაწვდომობას.
