თავისუფალი ინდუსტრიული ზონების შესახებ
Статья 16. თავისუფალი ინდუსტრიული ზონის ლიკვიდაცია
Редакция №9 Сверено с действующей редакцией · 15 июл. 2020 г.
1. თავისუფალი ინდუსტრიული ზონის ლიკვიდაციის საფუძვლებია: ა) ვადის ამოწურვა; ბ) ორგანიზატორის განცხადება თავისუფალი ინდუსტრიული ზონის ლიკვიდაციის თაობაზე; გ) საქართველოს მთავრობის შუამდგომლობის საფუძველზე სასამართლოს გადაწყვეტილება.
2. ორგანიზატორსა და საქართველოს მთავრობას შორის შეთანხმებით იქმნება სალიკვიდაციო კომისია.
3. თავისუფალი ინდუსტრიული ზონის ლიკვიდაციასთან დაკავშირებული დავები განიხილება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.
