Ближайшее по смыслу — в том числе в других законах
Всегда актуальная правовая база
2.დაინტერესებული პირის განცხადებისა და შესაბამისი გარანტიის წარდგენის საფუძველზე თავისუფალი ზონის შექმნის შესახებ გადაწყვეტილებას იღებს საქართველოს მთავრობა.
3.თავისუფალ ზონაში ნებისმიერი შენობა-ნაგებობის ან კონსტრუქციის მშენებლობა წინასწარ უნდა შეთანხმდეს საბაჟო ორგანოსთან.
4.თავისუფალი ზონა სპეციალური ზღუდით უნდა იყოს შემოსაზღვრული და უნდა განისაზღვროს თავისუფალ ზონაში შესასვლელი ან/და გამოსასვლელი.
5.თავისუფალი ზონის შექმნის პირობები, მისი შექმნისთვის წარსადგენი გარანტიის ოდენობა, თავისუფალი ზონის ფუნქციონირების, მასში საქონლის შენახვისა და საბაჟო კონტროლის განხორციელების წესები განისაზღვრება საქართველოს მთავრობის დადგენილებით.
Эти юристы работают в правовой области, связанной с этой статьёй.