1.მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონება, მათ შორის, არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი, სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი (შენობა-ნაგებობებით ან მათ გარეშე), აგრეთვე წილები/აქციები (გარდა მუნიციპალიტეტის საკუთარი უფლებამოსილების განხორციელებისათვის საჭირო ძირითადი (განუსხვისებელი) ქონებისა) სახელმწიფოს საკუთრებაში უსასყიდლოდ გადაეცემა „სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული ქონების მმართველის დასაბუთებული მიმართვის საფუძველზე, ავტონომიურ რესპუბლიკას – ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის მიმართვის საფუძველზე, მუნიციპალიტეტის საკრებულოს გადაწყვეტილებით, ხოლო თბილისის შემთხვევაში – თბილისის მთავრობის გადაწყვეტილებით.
ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი
