ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი
Статья 137. სამართლებრივი კონსულტაცია
1. მუნიციპალიტეტის საკრებულოს უფლება აქვს, სამართლებრივი ზედამხედველობის ორგანოს წერილობით მიმართოს სამართლებრივი კონსულტაციის თხოვნით. 1 1 . სავალდებულო სამართლებრივ კონსულტაციას ექვემდებარება: ა) მულტიმუნიციპალური/მუნიციპალიტეტის სივრცის დაგეგმარების გეგმების პროექტები; ბ) გენერალური გეგმების პროექტები.
2. სამართლებრივი კონსულტაციის თაობაზე წერილობით მიმართვას უნდა დაერთოს მისაღები ნორმატიული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის პროექტი და პროექტის განმარტებითი ბარათი.
3. სამართლებრივი ზედამხედველობის ორგანო წერილობითი მიმართვის მიღებიდან 15 დღის განმავლობაში ამზადებს და მუნიციპალიტეტის საკრებულოს უგზავნის სამართლებრივ დასკვნას მისაღები ნორმატიული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის პროექტის კანონიერების თაობაზე. ნორმატიული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის პროექტში სამართლებრივი ხარვეზების აღმოჩენის შემთხვევაში სამართლებრივი დასკვნა უნდა შეიცავდეს იმ ნორმატიული აქტის დასახელებას, რომელსაც ეწინააღმდეგება პროექტი, აგრეთვე რეკომენდაციებს სამართლებრივი ხარვეზების აღმოფხვრის შესახებ.
4. სამართლებრივი ზედამხედველობის ორგანოს სამართლებრივი დასკვნა სარეკომენდაციო ხასიათისაა. საქართველოს 2018 წლის 20 ივლისის ორგანული კანონი №3242 – ვებგვერდი, 13.08.2018წ.
