1.საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად , საკრებულოს კომპეტენციას ქონების პრივატიზებისა და სარგებლობის უფლებით გადაცემის საკითხებში განეკუთვნება : ა) (ამოღებულია); ა 1 ) მერის წარდგინებით ქონების ფლობის, განკარგვისა და ქონებით სარგებლობის წესების დადგენა; ბ ) ისტორიულ - კულტურული ობიექტების გამოყენებისა და დაცვის წესების დადგენა ; გ ) მთავრობის წარდგინებით ადგილობრივი საკუთრების იმ ობიექტების განსაზღვრა , რომელთა გასხვისებაც არ შეიძლება ; დ ) მთავრობის წარდგინებით ადგილობრივი საკუთრების ობიექტებით სარგებლობის საფასურისა ( საიჯარო ქირის ) და მიწის ნორმატიული ფასის ოდენობის განსაზღვრა ; ე) მთავრობის წარდგინებით დედაქალაქის ტერიტორიული ზონირება და შესაბამისი ზონების საზღვრების დამტკიცება.
საქართველოს დედაქალაქის – თბილისის შესახებ
