ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი
Статья 20. მუნიციპალიტეტების უფლება არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის დაფუძნებასა და ამ პირში გაწევრებაზე
1. მუნიციპალიტეტებს უფლება აქვთ, თავიანთი საქმიანობის კოორდინაციის და ერთობლივი ღონისძიებების განხორციელების მიზნით, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით დააფუძნონ არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირები ან/და გახდნენ მისი წევრები.
2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ არასამეწარმეო (არაკომერციულ) იურიდიულ პირებს უფლება აქვთ, მუნიციპალიტეტის უფლებამოსილებების სფეროში ორგანიზება გაუწიონ ერთობლივ ღონისძიებებს, მუნიციპალიტეტის სახელით მონაწილეობა მიიღონ ადგილობრივ თვითმმართველობასთან დაკავშირებული კანონპროექტების წინასწარ განხილვასა და კონსულტაციებში, ითანამშრომლონ სახელმწიფო ხელისუფლების ორგანოებთან, მუნიციპალიტეტების საერთაშორისო კავშირებთან (ასოციაციებთან), აგრეთვე დაამყარონ ურთიერთობა ადგილობრივი თვითმმართველობის სფეროში შესაბამის უცხოურ კავშირებთან (ასოციაციებთან) და საერთაშორისო ორგანიზაციებთან. საქართველოს 2015 წლის 22 ივლისის ორგანული კანონი №4087 – ვებგვერდი, 04.08.2015წ. საქართველოს 2020 წლის 15 ივლისის ორგანული კანონი №6853 – ვებგვერდი, 28.07.2020წ .
