Статья 19. საჯარო სამსახურის საბჭო
1. საჯარო სამსახურის სფეროში ერთიანი სახელმწიფო პოლიტიკის შემუშავების ხელშეწყობის მიზნით იქმნება საჯარო სამსახურის საბჭო, როგორც საქართველოს პრემიერ-მინისტრის სათათბირო ორგანო.
2. საჯარო სამსახურის საბჭო შედგება 11 წევრისაგან. საჯარო სამსახურის საბჭოს წევრის უფლებამოსილების ვადაა 4 წელი. საჯარო სამსახურის საბჭოს თავმჯდომარეა საქართველოს პრემიერ-მინისტრი.
3. საჯარო სამსახურის საბჭოს სხდომას იწვევს საქართველოს პრემიერ-მინისტრი ექვს თვეში ერთხელ მაინც.
4. საჯარო სამსახურის საბჭოს 2 წევრს ირჩევს საქართველოს პარლამენტი თავისი შემადგენლობიდან, 2 წევრს – საქართველოს მთავრობა თავისი შემადგენლობიდან, 2 წევრს – საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო საქართველოს საერთო სასამართლოების მოსამართლეთაგან, თითო წევრს ირჩევენ აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების უმაღლესი წარმომადგენლობითი ორგანოები თავიანთი შემადგენლობებიდან, ხოლო 2 წევრს ირჩევს საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ მე-20 მუხლის შესაბამისად დაფუძნებული არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი, რომელიც აერთიანებს ქვეყნის მუნიციპალიტეტების ნახევარზე მეტს, მუნიციპალიტეტის ორგანოთა წარმომადგენლებისგან.
5. საჯარო სამსახურის საბჭო უფლებამოსილია: ა) განიხილოს წინადადებები საჯარო სამსახურის სფეროში ერთიანი სახელმწიფო პოლიტიკის სრულყოფისათვის; ბ) მოისმინოს საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის მიერ გაწეული საქმიანობის შესახებ ანგარიში და ამ ანგარიშში ასახულ საკითხებთან დაკავშირებით შეიმუშაოს რეკომენდაციები; გ) (ამოღებულია - 20.02.20 25, №315) ; დ) განახორციელოს საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული სხვა უფლებამოსილებები.
