Только для информации — не юридическая консультация.
1. გრანტის გაცემის სამართლებრივი საფუძველია გრანტის გამცემსა (დონორსა) და გრანტის მიმღებს შორის წერილობითი ხელშეკრულება (განურჩევლად იმისა, იგი ერთი დოკუმენტით არის წარმოდგენილი თუ რამდენიმე, ერთმანეთთან დაკავშირებული დოკუმენტით, და მიუხედავად მისი კონკრეტული სახელწოდებისა), აგრეთვე უცხოური გრანტის გამცემის (დონორის) წერილობითი გადაწყვეტილება, მათ შორის, საერთაშორისო სპორტული ორგანიზაციის ოფიციალური წერილობითი გადაწყვეტილება საქართველოს სპორტული ფედერაციისთვის ან კლუბისთვის მიზნობრივი დანიშნულების მატერიალური და არამატერიალური ფასეულობების (მათ შორის, ფულადი სახსრების) გამოყოფის შესახებ. აღნიშნულ ხელშეკრულებაში მითითებული უნდა იყოს გრანტის გაცემის მიზანი, მისი მოცულობა, სახსრების გამოყენების კონკრეტული მიმართულება, მათი ათვისების ვადები და ძირითადი მოთხოვნები, რომლებსაც გრანტის გამცემი (დონორი) უყენებს გრანტის მიმღებს.
2. გრანტი გამოიყენება მხოლოდ ხელშეკრულებაში აღნიშნული მიზნებისთვის. სხვა მიზნებისთვის გრანტის გამოყენება დასაშვებია მხოლოდ გრანტის გამცემისა (დონორის) და საქართველოს მთავრობის ან საქართველოს მთავრობის მიერ განსაზღვრული უფლებამოსილი პირის/ორგანოს თანხმობით.
3. გრანტის სახით მიღებულ ფასეულობათა რეალიზაცია დასაშვებია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ამგვარი ქმედება წინასწარ იყო გათვალისწინებული გრანტის გაცემის ხელშეკრულებაში. საქართველოს 2025 წლის 16 აპრილის კანონი №496 – ვებგვერდი, 16.04.2025წ. საქართველოს 2025 წლის 12 ივნისის კანონი №663 – ვებგვერდი, 12.06.2025წ. მუხლი 5 1 . უცხოური გრანტის გამცემის (დონორის) მიერ გრანტის გაცემის წესი 1. ამ კანონის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული გრანტის გამცემის (დონორის) მიერ ამ კანონის მე-4 მუხლით გათვალისწინებული გრანტის მიმღებისთვის გრანტის გაცემა საჭიროებს საქართველოს მთავრობის ან საქართველოს მთავრობის მიერ განსაზღვრული უფლებამოსილი პირის/ორგანოს თანხმობას. აღნიშნული თანხმობის გარეშე გაცემული გრანტის მიღება დაუშვებელია. გრანტის თანხმობის გარეშე გაცემად მიიჩნევა აგრეთვე გრანტის ამ კანონის მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის მოთხოვნების დარღვევით გამოყენება. 1 1 . უცხოური გრანტის გამცემის (დონორის) მიერ გრანტის საბიუჯეტო ორგანიზაციისთვის გაცემაზე ვრცელდება საქართველოს ორგანული კანონით „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ ან/და საქართველოს მთავრობის შესაბამისი ნორმატიული აქტით დადგენილი წესები.
2. გრანტის გამცემმა (დონორმა), ხოლო ამ კანონის მე-4 მუხლის „გ“ ან „ე“ ქვეპუნქტით განსაზღვრული სუბიექტის მიერ გრანტის მიღების შემთხვევაში − იმავე ქვეპუნქტით გათვალისწინებულმა გრანტის მიმღებმა, აგრეთვე საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ მე-20 მუხლით გათვალისწინებულმა იურიდიულმა პირმა გრანტის გაცემაზე თანხმობის მისაღებად საქართველოს მთავრობას ან საქართველოს მთავრობის მიერ განსაზღვრულ უფლებამოსილ პირს/ორგანოს უნდა წარუდგინოს ამ კანონის მე-5 მუხლით გათვალისწინებული წერილობითი ხელშეკრულების პროექტი. საქართველოს მთავრობას ან საქართველოს მთავრობის მიერ განსაზღვრულ უფლებამოსილ პირს/ორგანოს უფლება აქვს, გრანტის გაცემის შესახებ გადაწყვეტილების მისაღებად გრანტის გამცემს (დონორს), ხოლო ამ კანონის მე-4 მუხლის „გ“ ან „ე“ ქვეპუნქტით განსაზღვრული სუბიექტის მიერ გრანტის მიღების შემთხვევაში − იმავე ქვეპუნქტით გათვალისწინებულ გრანტის მიმღებს, აგრეთვე საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ მე-20 მუხლით გათვალისწინებულ იურიდიულ პირს მოსთხოვოს დამატებითი დოკუმენტაციის წარდგენა.
3. ამ მუხლით დადგენილი წესი არ ვრცელდება საერთაშორისო სპორტული ასოციაციის, ფედერაციისა და კომიტეტის მიერ გაცემულ გრანტებზე, საქართველოს ფარგლების გარეთ ზოგადი განათლებისა და უმაღლესი განათლების მიღებისა და სამეცნიერო მუშაობისთვის გაცემულ ინდივიდუალურ ფინანსურ დახმარებაზე, ევროკავშირის კვლევისა და ინოვაციის პროგრამის „ჰორიზონტი ევროპა“ („Horizon Europe“), ევროკავშირის პროგრამის „ერაზმუს+“ („Erasmus+“) ფარგლებში, გერმანიის აკადემიური გაცვლის სამსახურის (DAAD) მიერ და საქართველოსა და ევროკავშირს შორის პროგრამის „შემოქმედებითი ევროპა“ („Creative Europe“) ფარგლებში გაცემულ გრანტებზე, ამ კანონის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საფინანსო-საკრედიტო ინსტიტუტის მიერ გაცემულ გრანტებზე, აგრეთვე „საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოების შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული ორგანიზაციისთვის და ამავე ორგანიზაციის მიერ გაცემულ გრანტებზე.
4. იმ სახსრების ფულადი ან ნატურალური ფორმით გადაცემა/გაცემა ან/და მიღება, რომლებიც თავისი ბუნებით გრანტია, მაგრამ გადაცემულია/გაცემულია ან/და მიღებულია ამ კანონის მე-5 მუხლით განსაზღვრულისგან განსხვავებული, მოჩვენებითი ან თვალთმაქცური გარიგების საფუძვლით, იწვევს სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის დაკისრებას. ასეთ შემთხვევაზე ვრცელდება ამ მუხლით დადგენილი წესი და ამ კანონის 6 1 და 6 2 მუხლების მოქმედება.
5. ამ მუხლით გათვალისწინებული უცხოური გრანტის გამცემის (დონორის) მიერ გრანტის გაცემის საქართველოს მთავრობასთან ან მის მიერ განსაზღვრულ უფლებამოსილ პირთან/ორგანოსთან შეთანხმების წესსა და პირობებს ადგენს საქართველოს მთავრობა. საქართველოს 2025 წლის 16 აპრილის კანონი №496 – ვებგვერდი, 16.04.2025წ. საქართველოს 2025 წლის 12 ივნისის კანონი №663 – ვებგვერდი, 12.06.2025წ. საქართველოს 2026 წლის 4 მარტის კანონი №1379 – ვებგვერდი, 04.03.2026წ. საქართველოს 2026 წლის 15 აპრილის კანონი №1508 – ვებგვერდი, 15.04.2026წ. მუხლი 5 2 . ამ კანონის მე-2 მუხლის 1 4 −1 6 პუნქტებით გათვალისწინებული გრანტების გაცემის წესი 1. ამ კანონის მე-2 მუხლის 1 4 , 1 5 ან 1 6 პუნქტით გათვალისწინებული გრანტის გაცემა საჭიროებს საქართველოს მთავრობის ან საქართველოს მთავრობის მიერ განსაზღვრული უფლებამოსილი პირის/ორგანოს თანხმობას.
2. საქართველოს მთავრობის ან საქართველოს მთავრობის მიერ განსაზღვრული უფლებამოსილი პირის/ორგანოს თანხმობას საჭიროებს აგრეთვე ამ კანონის მე-2 მუხლის 1 4 , 1 5 ან 1 6 პუნქტით გათვალისწინებული გრანტის გაცემა სხვა სახელმწიფოს იურიდიულ პირზე, რომლის საქმიანობა არსებითად მოიცავს საქართველოსთან დაკავშირებულ საკითხებზე აქტივობას.
3. ამ მუხლით განსაზღვრული გრანტის გაცემის საფუძველია მხარეთა შორის გაფორმებული წერილობითი ხელშეკრულება (განურჩევლად იმისა, იგი ერთი დოკუმენტით არის წარმოდგენილი თუ ერთმანეთთან დაკავშირებული რამდენიმე დოკუმენტით, და მიუხედავად მისი კონკრეტული სახელწოდებისა) და ამ კანონის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული სუბიექტის წერილობითი გადაწყვეტილება.
4. გრანტის გამცემმა ამ მუხლით გათვალისწინებული წერილობითი გადაწყვეტილება და წერილობითი ხელშეკრულების პროექტი თანხმობის მისაღებად უნდა წარუდგინოს საქართველოს მთავრობას ან საქართველოს მთავრობის მიერ განსაზღვრულ უფლებამოსილ პირს/ორგანოს. საქართველოს მთავრობას ან საქართველოს მთავრობის მიერ განსაზღვრულ უფლებამოსილ პირს/ორგანოს უფლება აქვს, გრანტის გაცემის შესახებ გადაწყვეტილების მისაღებად მოითხოვოს დამატებითი დოკუმენტაციის წარდგენა.
5. იმ სახსრების ფულადი ან ნატურალური ფორმით გადაცემა/გაცემა ან/და მიღება, რომლებიც თავისი ბუნებით გრანტია, მაგრამ გადაცემულია/გაცემულია ან/და მიღებულია ამ მუხლით განსაზღვრულისგან განსხვავებული, მოჩვენებითი ან თვალთმაქცური გარიგების საფუძვლით, იწვევს სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის დაკისრებას. ასეთ შემთხვევაზე ვრცელდება ამ მუხლით დადგენილი წესი და ამ კანონის 6 1 და 6 2 მუხლების მოქმედება. საქართველოს 2026 წლის 4 მარტის კანონი №1379 – ვებგვერდი, 04.03.2026წ.
Ближайшее по смыслу — в том числе в других законах
გრანტების შესახებ