1.
ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი
ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი
1.
Ближайшее по смыслу — в том числе в других законах
ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი
Всегда актуальная правовая база
2.მერიის თანამდებობის პირის (გარდა მერისა) და სხვა მოხელის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტები საჩივრდება მერთან და შემდგომ − სასამართლოში კანონით დადგენილი წესით.
3.თუ მუნიციპალიტეტის აღმასრულებელი ორგანოს, მერიის თანამდებობის პირის ან სხვა მოხელის ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ეწინააღმდეგება მუნიციპალიტეტის საკრებულოს ნორმატიულ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს ან/და საქართველოს კანონმდებლობას, საკრებულო სიითი შემადგენლობის უმრავლესობით იღებს გადაწყვეტილებას მისი სასამართლოში გასაჩივრების შესახებ. ასეთ შემთხვევაში საკრებულოს სასამართლოში წარმოადგენს საკრებულოს ან საკრებულოს დავალებით საკრებულოს თავმჯდომარის მიერ განსაზღვრული პირი, ხოლო მუნიციპალიტეტის აღმასრულებელ ორგანოს/მერიას − მერის მიერ განსაზღვრული პირი. საქართველოს 2016 წლის 27 მაისის ორგანული კანონი №5142 - ვებგვერდი, 04.06.2016წ. საქართველოს 2016 წლის 3 ივნისის ორგანული კანონი №5160 - ვებგვერდი, 17 06.2016წ. საქართველოს 2017 წლის 26 ივლისის ორგანული კანონი №1251 - ვებგვერდი, 29.07.2017წ. კარი III საქართველოს დედაქალაქი − თბილისი თავი VII საქართველოს დედაქალაქის სტატუსი
1. მუნიციპალიტეტის ორგანოების, თანამდებობის პირებისა და სხვა მოხელეების, აგრეთვე ამ კანონის 54-ე მუხლის პირველი პუნქტის „ე.ვ 1 “ ქვეპუნქტითა და 73-ე მუხლის მე-2 პუნქტის „ქ 1 “ ქვეპუნქტით გათვალისწინებული კომისიების ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტები საჩივრდება სასამართლოში ამ კანონითა და საქართველოს სხვა კანონებით დადგენილი წესით. 2. მერიის თანამდებობის პირის (გარდა მერისა) და სხვა მოხელის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტები საჩივრდება მერთან და შემდგომ − სასამართლოში კანონით დადგენილი წესით. 3. თუ მუნიციპალიტეტის აღმასრულებელი ორგანოს, მერიის თანამდებობის პირის ან სხვა მოხელის ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ეწინააღმდეგება მუნიციპალიტეტის საკრებულოს ნორმატიულ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს ან/და საქართველოს კანონმდებლობას, საკრებულო სიითი შემადგენლობის უმრავლესობით იღებს გადაწყვეტილებას მისი სასამართლოში გასაჩივრების შესახებ. ასეთ შემთხვევაში საკრებულოს სასამართლოში წარმოადგენს საკრებულოს ან საკრებულოს დავალებით საკრებულოს თავმჯდომარის მიერ განსაზღვრული პირი, ხოლო მუნიციპალიტეტის აღმასრულებელ ორგანოს/მერიას − მერის მიერ განსაზღვრული პირი. საქართველოს 2016 წლის 27 მაისის ორგანული კანონი №5142 - ვებგვერდი, 04.06.2016წ. საქართველოს 2016 წლის 3 ივნისის ორგანული კანონი №5160 - ვებგვერდი, 17 06.2016წ. საქართველოს 2017 წლის 26 ივლისის ორგანული კანონი №1251 - ვებგვერდი, 29.07.2017წ. კარი III საქართველოს დედაქალაქი − თბილისი თავი VII საქართველოს დედაქალაქის სტატუსი მუხლი 63. საქართველოს დედაქალაქი და მისი სტატუსი 1. საქართველოს დედაქალაქი − თბილისი არის თვითმმართველი ქალაქი. 2. ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის (შემდგომ − თბილისი), როგორც საქართველოს დედაქალაქის, სტატუსი გულისხმობს თბილისის განსაკუთრებულ სამართლებრივ მდგომარეობას, რომელიც სახელმწიფოებრივი და ადგილობრივი ინტერესების დასაცავად უზრუნველყოფს მუნიციპალიტეტის ორგანოების მეშვეობით თბილისის მართვას. 3. თუ ამ კარით სხვა რამ არ არის დადგენილი, თბილისის, როგორც მუნიციპალიტეტის, სამართლებრივი და ეკონომიკური საფუძვლები, მუნიციპალიტეტისა და მისი ორგანოების/თანამდებობის პირების უფლებამოსილებები და საქმიანობის წესი, აგრეთვე მუნიციპალიტეტის ორგანოების სტრუქტურა და ორგანიზაციული მოწყობის წესი განისაზღვრება ამ კანონის შესაბამისი თავებით მუნიციპალიტეტისთვის დადგენილი დებულებებით. საქართველოს 2020 წლის 15 ივლისის ორგანული კანონი №6853 – ვებგვერდი, 28.07.2020წ . მუხლი 64. თბილისის საკუთარი უფლებამოსილებები თბილისის საკუთარი უფლებამოსილებებია: ა) ამ კანონის მე-16 მუხლით გათვალისწინებული უფლებამოსილებები; ბ) (ამოღებულია - 18.10.2019, №5204) ; გ) საქართველოს დედაქალაქის დადგენილ ადმინისტრაციულ საზღვრებში მდებარე ბუნებრივი თუ ანთროპოგენური გეოინფორმაციული ერთეულის, თბილისის ადმინისტრაციული ერთეულის, ისტორიულად ჩამოყალიბებული უბნის, გეგმარებითი რაიონის, ამა თუ იმ ზონის, მიკრორაიონის, სხვა ტერიტორიული ერთეულის, მთის, ბორცვის, ხევის, მდინარის, ტბის, წყაროს, მოედნის, პროსპექტის (გამზირის), გზატკეცილის, ქუჩის, შესახვევის, ჩიხის, გასასვლელის, სანაპიროს, ესპლანადის, ბულვარის, ხეივნის, სკვერის, ბაღის, პარკის, ტყე-პარკის, ტყის, საქალაქო სასაფლაოს, პანთეონის, შენობა-ნაგებობის, სატრანსპორტო სისტემის ობიექტის სახელდება; დ) (ამოღებულია - 26.12.2014, №2995) ; ე) ჩამდინარე წყლების გასუფთავება და უტილიზაცია; ვ) „ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში და მიმდებარე ტერიტორიაზე არსებული მწვანე ნარგავებისა და სახელმწიფო ტყის განსაკუთრებული დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული უფლებამოსილებები; ზ) საქართველოს დედაქალაქში მსუბუქი ავტომობილით − ტაქსით (M 1 კატეგორია) გადაყვანის სანებართვო პირობების, ნებართვის გაცემის წესის, ნებართვის მოქმედების ვადის, ნებართვის გაცემის ფასისა და მისი გადახდის წესის, ნებართვის მფლობელთა შესახებ ერთიანი საინფორმაციო ბაზის შექმნის, განახლებისა და დამუშავების წესის განსაზღვრა; თ) საჭიროების შემთხვევაში, სამარშრუტო სატრანსპორტო საშუალების მოძრაობისთვისმოძრაობისათვის განკუთვნილ ზოლში შესაბამისი კატეგორიის მსუბუქი ავტომობილის – ტაქსის (M1 კატეგორია) ან/და მოტოციკლის (გარდა სამთვლიანისა) ან/და მოპედის (გარდა სამთვლიანისა) მოძრაობის ან/და მგზავრთა ჩასხდომა/დასხდომა-გადმოსხდომისჩასხდომა-გადმოსხდომის მიზნით გაჩერების ადგილის ან/და დროისადგილისა და პირობების განსაზღვრა. საქართველოს 2014 წლის 26 დეკემბრის ორგანული კანონი №2995 – ვებგვერდი, 12.01.2015წ. საქართველოს 2017 წლის 6 აპრილის ორგანული კანონი №620 - ვებგვერდი, 21.04.2017წ. საქართველოს 2018 წლის 4 მაისის ორგანული კანონი №2260 – ვებგვერდი, 24.05.2018წ. საქართველოს 2019 წლის 18 ოქტომბრის ორგანული კანონი №5204 – ვებგვერდი, 21.10.2019წ. საქართველოს 2020 წლის 15 ივლისის ორგანული კანონი №6853 – ვებგვერდი, 28.07.2020წ . საქართველოს 2022 წლის 6 სექტემბრის ორგანული კანონი №1720 – ვებგვერდი, 16.09.2022წ. საქართველოს 2024 წლის 19 ივლისის ორგანული კანონი №4386 – ვებგვერდი, 30.07.2024წ. მუხლი 65. თბილისის ორგანოები თბილისში ადგილობრივი თვითმმართველობა ხორციელდება თბილისის წარმომადგენლობითი ორგანოს – თბილისის საკრებულოს და თბილისის აღმასრულებელი ორგანოების სისტემის – თბილისის მერიის მეშვეობით. მუხლი 66. თბილისის ადმინისტრაციული ერთეულები 1. თბილისის ტერიტორია იყოფა ადმინისტრაციულ ერთეულებად. თბილისის ადმინისტრაციული ერთეულია რაიონი. თბილისის ადმინისტრაციული ერთეული არ არის მუნიციპალიტეტი. 2. თბილისის ადმინისტრაციული ერთეულის შექმნისა და გაუქმების, მისი საზღვრების დადგენისა და შეცვლის შესახებ დადგენილებებს თბილისის მერის ან საკრებულოს წევრთა არანაკლებ ერთი მესამედის წარდგინებით, საკრებულოს სრული შემადგენლობის უმრავლესობით იღებს თბილისის საკრებულო. საქართველოს 2020 წლის 15 ივლისის ორგანული კანონი №6853 – ვებგვერდი, 28.07.2020წ . თავი VIII თბილისის წარმომადგენლობითი ორგანო მუხლი 67. თბილისის საკრებულო თბილისის საკრებულო არის თბილისის წარმომადგენლობითი ორგანო, რომლის წევრთა რაოდენობა და არჩევის წესი განისაზღვრება საქართველოს ორგანული კანონით „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ . მუხლი 68. თბილისის საკრებულოს უფლებამოსილება 1. თბილისის საკრებულოს უფლებამოსილებას, ამ კანონით გათვალისწინებული მუნიციპალიტეტის საკრებულოს უფლებამოსილების გარდა, აგრეთვე განეკუთვნება: ა) თბილისის მთავრობის თანამდებობის პირთა საქმიანობის კონტროლი; ბ) საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, ამ კანონით გათვალისწინებულ შემთხვევებში თბილისის მთავრობისთვის სესხის აღებაზე თანხმობის მიცემა; გ) საქართველოს დედაქალაქის დადგენილ ადმინისტრაციულ საზღვრებში მდებარე ბუნებრივი თუ ანთროპოგენური გეოინფორმაციული ერთეულის, თბილისის ადმინისტრაციული ერთეულის, ისტორიულად ჩამოყალიბებული უბნის, გეგმარებითი რაიონის, ამა თუ იმ ზონის, მიკრორაიონის, სხვა ტერიტორიული ერთეულის, მთის, ბორცვის, ხევის, მდინარის, ტბის, წყაროს, მოედნის, პროსპექტის (გამზირის), გზატკეცილის, ქუჩის, შესახვევის, ჩიხის, გასასვლელის, სანაპიროს, ესპლანადის, ბულვარის, ხეივნის, სკვერის, ბაღის, პარკის, ტყე-პარკის, ტყის, საქალაქო სასაფლაოს, პანთეონის, შენობა-ნაგებობის, სატრანსპორტო სისტემის ობიექტის სახელდება; დ) თბილისის მთავრობის წარდგინებით, საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად საჯარო სამართლის იურიდიული პირის დაფუძნების, რეორგანიზაციისა და ლიკვიდაციის, აგრეთვე მისი დებულების დამტკიცების შესახებ გადაწყვეტილებების მიღება; ე) ამ კანონით გათვალისწინებულ შემთხვევაში თბილისის მთავრობის წარდგინებით, მუნიციპალიტეტის სახელით დადებული ხელშეკრულების დამტკიცება, აგრეთვე ისეთი გარიგების დადებაზე თანხმობის გაცემა, რომლის ღირებულება აღემატება მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის გადასახდელების 5 პროცენტს; ვ) თბილისის მთავრობის წარდგინებით მუნიციპალიტეტის ქონების მართვისა და განკარგვის წესების, აგრეთვე 50 პროცენტზე მეტი წილობრივი მონაწილეობით შექმნილი საწარმოს ქონების განკარგვის წესის დადგენა ამ კანონითა და საქართველოს სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებით განსაზღვრული წესით; ვ 1 ) საქართველოს დედაქალაქის ადმინისტრაციულ საზღვრებში იმ გზების ჩამონათვალის განსაზღვრა, რომლებზედაც ავტობუსები (M 2 და M 3 კატეგორიები) მხოლოდ ავტობუსების გაჩერების ადგილებზე გაჩერდებიან; ვ 2 ) საქართველოს დედაქალაქის ადმინისტრაციულ საზღვრებში საერთო სარგებლობის საავტომობილო გზებზე ეკონომიკური საქმიანობის განხორციელების მიზნით სატვირთო ავტომობილით მოძრაობისთვის ან/და სატრანსპორტო საშუალებით პირის მიერ ეკონომიკური საქმიანობის განმახორციელებელი პირისთვის სამეწარმეო საქმიანობისთვის საქონლის მიწოდებისთვის/ტრანსპორტირებისთვის ადგილის ან/და დროის განსაზღვრა; ვ 3 ) საქართველოს დედაქალაქის ადმინისტრაციულ საზღვრებში მდებარე კულტურული მემკვიდრეობის ობიექტების დათვალიერების მიზნით ტურისტული საქმიანობის განმახორციელებელი ფიზიკური ან იურიდიული პირის მფლობელობაში არსებული ავტობუსის (M 2 ან M 3 კატეგორიის) ან იმავე საქმიანობის განმახორციელებელი ნებისმიერი სხვა სატრანსპორტო საშუალების მარშრუტების დამტკიცება; ვ 4 ) სპეციალური რეგულარული გადაყვანის (საქართველოს დედაქალაქის ადმინისტრაციულ საზღვრებში დასაქმებული პირების, მოსწავლეების, სტუდენტების რეგულარული გადაყვანის) განმახორციელებელი ფიზიკური ან იურიდიული პირის მფლობელობაში არსებული ავტობუსის (M 2 ან M 3 კატეგორიის) მარშრუტების დამტკიცება; ვ 5 ) საჭიროების შემთხვევაში, სამარშრუტო სატრანსპორტო საშუალების მოძრაობისთვისმოძრაობისათვის განკუთვნილ ზოლში შესაბამისი კატეგორიის მსუბუქი ავტომობილის – ტაქსის (M1 კატეგორია) ან/და მოტოციკლის (გარდა სამთვლიანისა) ან/და მოპედის (გარდა სამთვლიანისა) მოძრაობის ან/და მგზავრთა ჩასხდომა/დასხდომა-გადმოსხდომისჩასხდომა-გადმოსხდომის მიზნით გაჩერების ადგილის ან/და დროისადგილისა და პირობების განსაზღვრა; ზ) (ამოღებულია - 22.07.2015, №4087) ; თ) (ამოღებულია - 08.07.2015, №3977) ; ი) ამ კანონით დადგენილი წესით თბილისის მთავრობის წევრის თანამდებობაზე დანიშვნაზე თანხმობის მიცემა; კ) ამ კანონის მე-16, მე-17 და 64-ე მუხლებით გათვალისწინებული უფლებამოსილებების განხორციელებასთან დაკავშირებით გადაწყვეტილებების მიღება; ლ) ამ კანონით, საქართველოს სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებითა და თბილისის საკრებულოს რეგლამენტით გათვალისწინებული სხვა უფლებამოსილებების განხორციელება. 2. თუ ეს კანონი ან საქართველოს კანონმდებლობა არ განსაზღვრავს მუნიციპალიტეტის საკუთარი ან დელეგირებული უფლებამოსილების განხორციელებისთვის პასუხისმგებელ მუნიციპალიტეტის ორგანოს, აღნიშნულ უფლებამოსილებას ახორციელებს თბილისის საკრებულო ან თბილისის საკრებულოს დავალებით − თბილისის მერი/თბილისის მთავრობა. 3. თბილისის საკრებულოს ის უფლებამოსილება, რომელიც ამ კანონით ან საქართველოს კანონმდებლობით პირდაპირ განსაზღვრულია, როგორც თბილისის საკრებულოს უფლებამოსილება, არ შეიძლება გადაეცეს სხვა ორგანოს ან თანამდებობის პირს, თუ კანონი უშუალოდ არ ითვალისწინებს მისი გადაცემის შესაძლებლობას. 4. თბილისის საკრებულოზე არ ვრცელდება ამ კანონის 24-ე მუხლის პირველი პუნქტის „ე.დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული უფლებამოსილება. საქართველოს 2014 წლის 30 ივლისის ორგანული კანონი №2589 - ვებგვერდი, 11.08.2014წ. საქართველოს 2015 წლის 8 ივლისის ორგანული კანონი №3977 – ვებგვერდი, 20.07.2015წ. საქართველოს 2015 წლის 22 ივლისის ორგანული კანონი №4087 – ვებგვერდი, 04.08.2015წ. საქართველოს 2018 წლის 4 მაისის ორგანული კანონი №2260 – ვებგვერდი, 24.05.2018წ. საქართველოს 2019 წლის 26 ნოემბრის ორგანული კანონი №5296 – ვებგვერდი, 04.12.2019წ. საქართველოს 2020 წლის 15 ივლისის ორგანული კანონი №6853 – ვებგვერდი, 28.07.2020წ . საქართველოს 2022 წლის 6 სექტემბრის ორგანული კანონი №1720 – ვებგვერდი, 16.09.2022წ. საქართველოს 2024 წლის 19 ივლისის ორგანული კანონი №4386 – ვებგვერდი, 30.07.2024წ. მუხლი 69. თბილისის საკრებულოს რიგგარეშე სხდომის მოწვევა 1. თბილისის საკრებულოს რიგგარეშე სხდომის მოწვევის წესი განისაზღვრება ამ კანონის 26-ე მუხლით (გარდა მისი მე-2 პუნქტის „ე“ ქვეპუნქტისა), ამ მუხლის მე-2 პუნქტით დადგენილი წესის გათვალისწინებით. 2. თბილისის საკრებულოს რიგგარეშე სხდომა მოიწვევა თბილისში რეგისტრირებული არანაკლებ 10 000 ამომრჩევლის მოთხოვნით. მუხლი 70. თბილისის საკრებულოს კომისიები თბილისის საკრებულოში ამ კანონით დადგენილი წესით იქმნება არაუმეტეს 11 კომისიისა. მუხლი 71. თბილისის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილეები 1. თბილისის საკრებულოს თავმჯდომარეს ჰყავს სამი მოადგილე, მათ შორის, პირველი მოადგილე. 2. თბილისის საკრებულოს თავმჯდომარის არყოფნის შემთხვევაში საკრებულოს თავმჯდომარის მოვალეობას ასრულებს პირველი მოადგილე ან თბილისის საკრებულოს თავმჯდომარის დავალებით − ერთ-ერთი მოადგილე. 3. თბილისის საკრებულოს თავმჯდომარის მიერ უფლებამოსილების განხორციელების შეუძლებლობის, მისი თანამდებობიდან გადადგომის ან გადაყენების, მისთვის ამ კანონის 34-ე მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში თბილისის საკრებულოს თავმჯდომარის უფლებამოსილების შეჩერების ან ამ კანონის 43-ე მუხლით გათვალისწინებული უფლებამოსილების შეჩერების ან შეწყვეტის შემთხვევაში თბილისის საკრებულოს თავმჯდომარის მოვალეობას ასრულებს მისი პირველი მოადგილე, ხოლო მის მიერ უფლებამოსილების განხორციელების შეუძლებლობის შემთხვევაში − თბილისის საკრებულოს თავმჯდომარის უხუცესი მოადგილე. თუ თბილისის საკრებულოს თავმჯდომარის არცერთი მოადგილე არ არის არჩეული ან თბილისის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილეთა მიერ უფლებამოსილების განხორციელება შეუძლებელია, თბილისის საკრებულოს თავმჯდომარის მოვალეობის შესრულების საკითხი რეგულირდება თბილისის საკრებულოს რეგლამენტით დადგენილი წესით. საქართველოს 2017 წლის 1 ივნისის ორგანული კანონი №918 - ვებგვერდი, 20.06.2017წ. საქართველოს 2021 წლის 19 ნოემბრის ორგანული კანონი №1031 – ვებგვერდი, 22.11.2021წ. თავი IX თბილისის აღმასრულებელი ორგანოების სისტემა მუხლი 72. თბილისის მერია 1. თბილისის მერია (თბილისის მერი, თბილისის მთავრობა, თბილისის მერიის სტრუქტურული ერთეულები და თბილისის რაიონების გამგეობები) არის თბილისის აღმასრულებელი ორგანოების სისტემა, რომელიც უზრუნველყოფს თბილისის აღმასრულებელ-განმკარგულებელ საქმიანობას. 2. თბილისის მერიის თანამდებობის პირები არიან: თბილისის მერი, თბილისის მერის პირველი მოადგილე (ვიცე-მერი) და მოადგილე, თბილისის მერიის სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი და თბილისის რაიონის გამგებელი. თბილისის მერიაზე არ ვრცელდება ამ კანონის 52-ე მუხლის მე-2 პუნქტით დადგენილი მერიის თანამდებობის პირების რაოდენობრივი შეზღუდვა. 3. თბილისის მერიის სტრუქტურა და საქმიანობის წესი განისაზღვრება თბილისის მერიის დებულებით. თუ ეს კანონი ან საქართველოს კანონმდებლობა არ განსაზღვრავს კონკრეტულ უფლებამოსილების აღსრულებისთვის პასუხისმგებელ თბილისის აღმასრულებელ ორგანოს, უფლებამოსილებათა გამიჯვნა ხდება თბილისის მერიის დებულების შესაბამისად. მუხლი 73. თბილისის მერი 1. თბილისის უმაღლესი აღმასრულებელი ორგანო − თბილისის მერი − არის თბილისის მთავრობის ხელმძღვანელი. თბილისის მერი აირჩევა პირდაპირი არჩევნებით, 4 წლის ვადით, ხოლო რიგგარეშე არჩევნებში − თბილისის საკრებულოს უფლებამოსილების დარჩენილი ვადით. თბილისის მერის არჩევის წესი დგინდება საქართველოს ორგანული კანონით „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“. 2. თბილისის მერი: ა) საერთო ხელმძღვანელობასა და კოორდინაციას უწევს თბილისის მერიის საქმიანობას; ბ) უძღვება თბილისის მთავრობის საქმიანობას, უნაწილებს ფუნქციებს თავის მოადგილეებს; გ) თავმჯდომარეობს თბილისის მთავრობის სხდომებს; დ) შეიმუშავებს და თბილისის საკრებულოს მისაღებად წარუდგენს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების პროექტებს; ე) თბილისის საკრებულოს დასამტკიცებლად წარუდგენს თბილისის ბიუჯეტის, ბიუჯეტში შესატანი ცვლილების პროექტებს და ბიუჯეტის შესრულების ანგარიშს; ვ) ხელს აწერს თბილისის მთავრობის ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტებს; ზ) მუნიციპალიტეტის უფლებამოსილების ფარგლებში უზრუნველყოფს შესაბამისი სოციალურ-ეკონომიკური განვითარებისა და სხვა პროგრამების, სტრატეგიებისა და გეგმების თბილისის საკრებულოსთვის დასამტკიცებლად წარდგენას; თ) თბილისის საკრებულოს დასამტკიცებლად წარუდგენს მუნიციპალიტეტის სივრცის დაგეგმარების, გენერალური და განაშენიანების გეგმების/განაშენიანების დეტალური გეგმების კონცეფციებსა და პროექტებს; ი) გამოსცემს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტებს; კ) ხელს აწერს მუნიციპალიტეტისა და თბილისის მთავრობის სახელით დადებულ ხელშეკრულებებსა და შეთანხმებებს; ახორციელებს შესყიდვებს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით; ლ) წარმოადგენს თბილისს და თბილისის მთავრობას, მოქმედებს მათი სახელით ოფიციალური ურთიერთობებისას, ასრულებს სხვა წარმომადგენლობით ფუნქციებს, მუნიციპალიტეტის სახელით ანიჭებს წარმომადგენლობით უფლებამოსილებებს, მათ შორის, რწმუნებებს (მინდობილობებს), გარდა ამ კანონით გათვალისწინებული შემთხვევებისა; მ) თბილისის საკრებულოს დასამტკიცებლად წარუდგენს თბილისის მერიისა და მერიის სტრუქტურული ერთეულების დებულებებს, თბილისის რაიონის გამგეობისა და რაიონის გამგეობის სტრუქტურული ერთეულების ტიპურ დებულებებს, აგრეთვე თბილისის მერიისა და თბილისის რაიონის გამგეობის საშტატო ნუსხებს; ნ) ამ კანონით დადგენილი წესით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს თბილისის მერიის თანამდებობის პირებს; „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს თბილისის მერიის სხვა საჯარო მოსამსახურეებს, გარდა ამ კანონის 82-ე მუხლის მე-3 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა; ო) თბილისის საკრებულოს დასამტკიცებლად წარუდგენს თბილისის მერიის თანამდებობის პირთა და მოსამსახურეთა თანამდებობრივი სარგოების ოდენობებს; პ) უნაწილებს ფუნქციებს თბილისის მერიის მოსამსახურეებს; დავალებებს აძლევს თბილისის მერიის თანამდებობის პირებს და ისმენს მათ ანგარიშებს გაწეული მუშაობის შესახებ; ჟ) თბილისის მერიის დებულებით დადგენილი წესით ახორციელებს თბილისის მერიის თანამდებობის პირებისთვის უფლებამოსილებების დელეგირებას, გარდა ამ პუნქტის „ა“, „ბ“ და „ტ“−„ქ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული უფლებამოსილებებისა, აგრეთვე იმ უფლებამოსილებებისა, რომლებიც ამ კანონის შესაბამისად თბილისის საკრებულოს მიერ დამტკიცებას ან თანხმობის მიცემას საჭიროებს; რ) „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესით იღებს გადაწყვეტილებებს თბილისის მერიის მოხელეთა წახალისებისა და საჯარო მოსამსახურეთათვის დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომების შეფარდების შესახებ; ს) ამტკიცებს თბილისის მერიის შინაგანაწესს და თანამდებობრივ ინსტრუქციებს, აგრეთვე თბილისის მერიის მოხელეთა დამატებით საკვალიფიკაციო მოთხოვნებს; ტ) თბილისის საკრებულოს წელიწადში ერთხელ მაინც, თბილისის საკრებულოს რეგლამენტით დადგენილი წესით წარუდგენს ანგარიშს თბილისის მთავრობისა და მის მიერ გაწეული მუშაობის შესახებ, აგრეთვე თბილისის საკრებულოს წევრთა არანაკლებ ერთი მეოთხედის მოთხოვნით საკრებულოს წარუდგენს რიგგარეშე ანგარიშს; უ) თბილისის საკრებულოს თავმჯდომარეს მიმართავს საკრებულოს რიგგარეშე სხდომის მოწვევის შესახებ წინადადებით, საკრებულოს მორიგ სხდომაზე შეაქვს დამატებით განსახილველი საკითხი, უფლებამოსილია დაესწროს საკრებულოს და საკრებულოს კომისიების ღია და დახურულ სხდომებს; ფ) ანიჭებს მუნიციპალიტეტის საპატიო წოდებებსა და ჯილდოებს; ქ) მისი უფლებამოსილებისათვის მიკუთვნებული ცალკეული საკითხების შესასწავლად ქმნის სათათბირო ორგანოებს − კომისიებს, საბჭოებსა და სამუშაო ჯგუფებს; ქ 1 ) კანონით გათვალისწინებულ შემთხვევაში ან/და დელეგირებული უფლებამოსილების განხორციელების (მათ შორის, შესაბამისი გადაწყვეტილების მიღების) მიზნით ქმნის კომისიებს, რომელთა უფლებამოსილება და საქმიანობის წესი განისაზღვრება კანონით/უფლებამოსილების დელეგირების შესახებ ხელშეკრულებით ან/და კანონის საფუძველზე გამოცემული კანონქვემდებარე ნორმატიული აქტით; ღ) ახორციელებს ამ კანონითა და თბილისის საკრებულოს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტებით გათვალისწინებულ სხვა უფლებამოსილებებს. 3. თბილისის მერი პასუხისმგებელია და უფლებამოსილებას იხსნის თბილისის საკრებულოსა და მოსახლეობის წინაშე. 4. თბილისის მერისთვის უნდობლობის გამოცხადების, მისი თანამდებობრივი შეუთავსებლობის და უფლებამოსილების შეჩერებისა და შეწყვეტის საკითხები განისაზღვრება ამ კანონის 51-ე, 55-ე და 56-ე მუხლების შესაბამისად. საქართველოს 2014 წლის 30 ივლისის ორგანული კანონი №2589 - ვებგვერდი, 11.08.2014წ. საქართველოს 2015 წლის 8 ივლისის ორგანული კანონი №3977 – ვებგვერდი, 20.07.2015წ. საქართველოს 2015 წლის 22 ივლისის ორგანული კანონი №4087 – ვებგვერდი, 04.08.2015წ. საქართველოს 2015 წლის 27 ოქტომბრის ორგანული კანონი №4386 - ვებგვერდი, 11.11.2015წ. საქართველოს 2016 წლის 27 მაისის ორგანული კანონი №5142 - ვებგვერდი, 04.06.2016წ. საქართველოს 2016 წლის 21 დეკემბრის ორგანული კანონი №165 - ვებგვერდი, 28.12.2016წ. საქართველოს 2018 წლის 20 ივლისის ორგანული კანონი №3242 – ვებგვერდი, 13.08.2018წ. საქართველოს 2022 წლის 25 მაისის ორგანული კანონი №1611 – ვებგვერდი, 27.05.2022წ. მუხლი 74. თბილისის მთავრობა 1. თბილისის მთავრობა (შემდგომ – მთავრობა) არის კოლეგიური აღმასრულებელი ორგანო, რომელიც საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული უფლებამოსილების ფარგლებში უზრუნველყოფს თბილისის საკრებულოს გადაწყვეტილებათა აღსრულებას. 2. მთავრობა შედგება თბილისის მერის, მისი პირველი მოადგილის (ვიცე-მერის) და მოადგილეების, თბილისის მერიის სტრუქტურული ერთეულების ხელმძღვანელებისგან (გარდა თბილისის მერიის სისტემაში შემავალი, კონტროლისა და ზედამხედველობის განმახორციელებელი სტრუქტურული ერთეულების ხელმძღვანელებისა) და თბილისის რაიონების გამგებლებისგან. 3. მთავრობის სხდომებს თავმჯდომარეობს თბილისის მერი ან თბილისის მერის დავალებით − თბილისის მერის პირველი მოადგილე (ვიცე-მერი) ან ერთ-ერთი მოადგილე. 4. მთავრობის სხდომა უფლებამოსილია, თუ მას ესწრება სრული შემადგენლობის ნახევარზე მეტი. გადაწყვეტილება მიიღება მთავრობის სხდომაზე დამსწრეთა უმრავლესობით. 5. მთავრობის სტრუქტურა, უფლებამოსილება და საქმიანობის წესი განისაზღვრება ამ კანონით, თბილისის მერიის დებულებითა და მთავრობის რეგლამენტით . მუხლი 75. მთავრობის უფლებამოსილებები მთავრობა: ა) ორგანიზაციული საქმიანობის სფეროში: ა.ა) კოორდინაციას უწევს თბილისის მერიის სტრუქტურული ერთეულებისა და თბილისის რაიონების გამგეობების საქმიანობას; ა.ბ) დავალებებს აძლევს მთავრობის წევრებს მისი უფლებამოსილებისთვის მიკუთვნებული საკითხების მომზადებისა და გადაწყვეტის მიზნით; ა.გ) შეიმუშავებს და მუნიციპალიტეტის საკრებულოს დასამტკიცებლად წარუდგენს მთავრობის რეგლამენტის და მასში შესატანი ცვლილების პროექტებს; ა.დ) მისი უფლებამოსილებისთვის მიკუთვნებული ცალკეული საკითხების შესასწავლად, შესაბამისი დასკვნებისა და რეკომენდაციების მოსამზადებლად ქმნის კომისიებს, საბჭოებსა და სხვა საკონსულტაციო ორგანოებს; ა.ე) თბილისის საკრებულოს დასამტკიცებლად წარუდგენს თბილისის მერიის სტრუქტურული ერთეულისა და თბილისის რაიონის გამგეობის მიერ ელექტრონული დოკუმენტბრუნვის სისტემის საშუალებით ადმინისტრაციული წარმოების განხორციელების, აგრეთვე ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემისა და გაცნობის წესსა და პირობებს; ბ) თბილისის საკრებულოსთან ურთიერთობის სფეროში: ბ.ა) ამ კანონის შესაბამისად შეიმუშავებს და თბილისის საკრებულოს მისაღებად წარუდგენს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების პროექტებს; ბ.ბ) უზრუნველყოფს თბილისის საკრებულოს მიერ მიღებული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების აღსრულებას; გ) საფინანსო-საბიუჯეტო სფეროში: გ.ა) შეიმუშავებს და განიხილავს თბილისის ბიუჯეტის პროექტს; უზრუნველყოფს დამტკიცებული ბიუჯეტის შესრულებას თავისი უფლებამოსილების ფარგლებში; საჭიროების შემთხვევაში ამზადებს წინადადებებს ბიუჯეტში ცვლილების შეტანის შესახებ, ადგენს ბიუჯეტის შესრულების ანგარიშს და უზრუნველყოფს მის საჯაროობას; გ.ბ) საქართველოს საბიუჯეტო კოდექსის შესაბამისად, თბილისის საკრებულოს მიერ დადგენილი წესით თბილისის დამტკიცებულ ბიუჯეტში ცვლილების შეუტანლად იღებს გადაწყვეტილებას მხარჯავი დაწესებულების საბიუჯეტო კლასიფიკაციის მუხლებსა და კოდებს შორის თანხების გადანაწილების შესახებ; გ.გ) მუნიციპალიტეტის სახელითა და თბილისის საკრებულოს თანხმობით იღებს სესხს ამ კანონითა და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით დადგენილი წესით; გ.დ) თბილისის საკრებულოს დასამტკიცებლად წარუდგენს კანონით განსაზღვრული ადგილობრივი გადასახადებისა და მოსაკრებლების შემოღების, ცვლილებისა და გაუქმების შესახებ დადგენილებების პროექტებს; გ.ე) არაუგვიანეს თებერვლისა თბილისის საკრებულოს უგზავნის შესყიდვების გეგმის შესაბამისად წინა წელს განხორციელებული შესყიდვების შესახებ ანგარიშს; გ.ვ) საჭიროების შემთხვევაში ამტკიცებს თბილისის ბიუჯეტით დამტკიცებული პროგრამების განხორციელების წესს; დ) მუნიციპალიტეტის ქონების მართვისა და განკარგვის სფეროში: დ.ა) ამ კანონითა და თბილისის საკრებულოს მიერ დადგენილი წესით იღებს გადაწყვეტილებას მუნიციპალიტეტის ქონების მართვისა და განკარგვის შესახებ; დ.ბ) თბილისის საკრებულოს თანხმობით იღებს გადაწყვეტილებებს: შესაბამისი კერძო სამართლის იურიდიული პირის დაფუძნების, რეორგანიზაციისა და ლიკვიდაციის შესახებ; ამ კანონის შესაბამისად, კერძო სამართლის იურიდიული პირის დაფუძნებაში მონაწილეობისა და მასში გაწევრების შესახებ; მეწარმე იურიდიული პირის წილის/აქციების შეძენის შესახებ; დ.ბ 1 ) ამტკიცებს კერძო სამართლის სამეწარმეო და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების წესდებებს (დებულებებს); ნიშნავს და ათავისუფლებს კერძო სამართლის სამეწარმეო და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების ხელმძღვანელებს და აკონტროლებს მათ საქმიანობას; იღებს გადაწყვეტილებას მთავრობის მიერ დაფუძნებული არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირისათვის ფინანსური სახსრებისა და მოძრავი ქონების საკუთრებაში გადაცემის შესახებ; დ.გ) თბილისის საკრებულოს დასამტკიცებლად წარუდგენს საჯარო სამართლის იურიდიული პირების დაფუძნების, რეორგანიზაციისა და ლიკვიდაციის შესახებ წინადადებებს, აგრეთვე საჯარო სამართლის იურიდიული პირის წესდებას (დებულებას); დ.დ) (ამოღებულია - 08.07.2015, №3977) ; დ.ე) (ამოღებულია - 08.07.2015, №3977) ;; დ.ვ) თბილისის საკრებულოს თანხმობით უფლებამოსილია გადაწყვიტოს მუნიციპალიტეტის ქონების შემძენის/სარგებლობის უფლებით მიმღების/მართვის უფლებით მიმღების ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების დარღვევისთვის დაკისრებული/დასაკისრებელი პირგასამტეხლოსგან განთავისუფლების საკითხი; დ.ზ) თბილისის საკრებულოს გადაწყვეტილების მისაღებად წარუდგენს პრივატიზებული თბილისის ქონების შემძენისთვის, სარგებლობის უფლებით გადაცემული ან მართვის უფლებით გადაცემული თბილისის ქონების მიმღებისთვის ამ ქონებასთან დაკავშირებული პირობის (პირობების) შეცვლის ან გაუქმების შესახებ წინადადებას; დ.თ) ამ კანონის შესაბამისად, თბილისის საკრებულოს თანხმობით იღებს გადაწყვეტილებას მუნიციპალიტეტის ძირითადი (განუსხვისებელი) ქონების გასხვისების შესახებ; დ.ი) უზრუნველყოფს მუნიციპალიტეტის ქონების მოვლა-პატრონობას, მშენებლობას, რეკონსტრუქციასა და აღდგენას; დ.კ) (ამოღებულია - 08.07.2015, №3977) ;; დ.ლ) ამ კანონით და თბილისის საკრებულოს მიერ დადგენილი წესით მონიტორინგს უწევს თბილისის ქონების შემძენის, სარგებლობის უფლებით ან მართვის უფლებით მიმღების მიერ ამ ქონების პრივატიზების, სარგებლობის უფლებით გადაცემის ან მართვის უფლებით გადაცემის შესახებ ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობის (პირობების)/ვალდებულების (ვალდებულებების) შესრულებას ან/და აღნიშნული ქონების გამოყენების წესების დაცვას; დ.მ) (ამოღებულია - 08.07.2015, №3977) ; ე) აღმასრულებელი საქმიანობის სხვა სფეროებში: ე.ა) მუნიციპალიტეტის უფლებამოსილების ფარგლებში უზრუნველყოფს შესაბამისი სოციალურ-ეკონომიკური განვითარებისა და სხვა პროგრამების, სტრატეგიებისა და გეგმების მომზადებას და განხორციელებას; ე.ბ) შეიმუშავებს მუნიციპალიტეტის სივრცის დაგეგმარებისა და ქალაქთმშენებლობითი გეგმების კონცეფციებსა და პროექტებს; ე.გ) თბილისის საკრებულოს დასამტკიცებლად წარუდგენს მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში რეგულარული სამგზავრო გადაყვანის ნებართვის გაცემის ფასს, ნებართვის გაცემისთვის კონკურსის ჩატარებისა და ნებართვის გაცემის ფასის გადახდის წესებს; ე.გ 1 ) თბილისის საკრებულოს დასამტკიცებლად წარუდგენს საქართველოს დედაქალაქში მსუბუქი ავტომობილით − ტაქსით (M 1 კატეგორია) გადაყვანის სანებართვო პირობებს, ნებართვის გაცემის წესს, ნებართვის მოქმედების ვადას, ნებართვის გაცემის ფასსა და მისი გადახდის წესს; ე.დ) ადგენს და თბილისის საკრებულოს დასამტკიცებლად წარუდგენს მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში რეგულარული სამგზავრო გადაყვანის მიზნით ავტობუსების (M 2 და M 3 კატეგორიების) მოძრაობის მარშრუტებს; ე.ე) ადგენს და თბილისის საკრებულოს დასამტკიცებლად წარუდგენს საქართველოს ტერიტორიის ფარგლებში შიდა რეგულარული სამგზავრო გადაყვანისას მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში შემომავალი ავტობუსების (M 2 და M 3 კატეგორიები) მოძრაობის მარშრუტებს; ე.ე 1 ) ადგენს და თბილისის საკრებულოს დასამტკიცებლად წარუდგენს მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში იმ გზების ჩამონათვალს, რომლებზედაც ავტობუსები ( M 2 და M 3 კატეგორიები) მხოლოდ ავტობუსების გაჩერების ადგილებზე გაჩერდებიან; ე.ე 2 ) ადგენს და თბილისის საკრებულოს დასამტკიცებლად წარუდგენს მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში საერთო სარგებლობის საავტომობილო გზებზე ეკონომიკური საქმიანობის განხორციელების მიზნით სატვირთო ავტომობილით მოძრაობისთვის ან/და სატრანსპორტო საშუალებით პირის მიერ ეკონომიკური საქმიანობის განმახორციელებელი პირისთვის სამეწარმეო საქმიანობისთვის საქონლის მიწოდებისთვის/ტრანსპორტირებისთვის ადგილის ან/და დროის განსაზღვრის წესს; ე.ე 3 ) ადგენს და თბილისის საკრებულოს დასამტკიცებლად წარუდგენს მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში მდებარე კულტურული მემკვიდრეობის ობიექტების დათვალიერების მიზნით ტურისტული საქმიანობის განმახორციელებელი ფიზიკური ან იურიდიული პირის მფლობელობაში არსებული ავტობუსის (M 2 ან M 3 კატეგორიის) ან იმავე საქმიანობის განმახორციელებელი ნებისმიერი სხვა სატრანსპორტო საშუალების მარშრუტებს; ე.ე 4 ) ადგენს და თბილისის საკრებულოს დასამტკიცებლად წარუდგენს სპეციალური რეგულარული გადაყვანის (მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში დასაქმებული პირების, მოსწავლეების, სტუდენტების რეგულარული გადაყვანის) განმახორციელებელი ფიზიკური ან იურიდიული პირის მფლობელობაში არსებული ავტობუსის (M 2 ან M 3 კატეგორიის) მარშრუტებს; ე.ე 5 ) საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსთან შეთანხმებით, საჭიროების შემთხვევაში შეიმუშავებს და თბილისის საკრებულოს დასამტკიცებლად წარუდგენს სამარშრუტო სატრანსპორტო საშუალების მოძრაობისთვისმოძრაობისათვის განკუთვნილ ზოლში შესაბამისი კატეგორიის მსუბუქი ავტომობილის – ტაქსის (M1 კატეგორია) ან/და მოტოციკლის (გარდა სამთვლიანისა) ან/და მოპედის (გარდა სამთვლიანისა) მოძრაობის ან/და მგზავრთა ჩასხდომა/დასხდომა-გადმოსხდომისჩასხდომა-გადმოსხდომის მიზნით გაჩერების ადგილს ან/და დროსადგილსა და პირობებს; ე.ვ) გასცემს მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში რეგულარული სამგზავრო გადაყვანის ნებართვას; ე.ვ 1 ) გასცემს საქართველოს დედაქალაქში მსუბუქი ავტომობილით − ტაქსით (M 1 კატეგორია) გადაყვანის ნებართვას ან აღნიშნული ნებართვის გაცემის უფლებამოსილებას ანიჭებს თბილისის მერიის სტრუქტურულ ერთეულს ან მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებულ იურიდიულ პირს; ე.ზ) შეიმუშავებს და თბილისის საკრებულოს დასამტკიცებლად წარუდგენს მშენებლობის ნებართვის ელექტრონული ფორმით გაცემისა და ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გაცნობის წესებს; ე.თ) თავისი უფლებამოსილების ფარგლებში გამოსცემს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტებს; ე.ი) უზრუნველყოფს ამ კანონის მე-16, მე-17 და 64-ე მუხლებით გათვალისწინებული მუნიციპალიტეტის სხვა უფლებამოსილებების განხორციელებას საქართველოს კანონმდებლობითა და თბილისის საკრებულოს მიერ დადგენილი წესით; ე.კ) ახორციელებს თბილისის მერიის დებულებით, მთავრობის რეგლამენტითა და თბილისის საკრებულოს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტებით განსაზღვრულ სხვა უფლებამოსილებებს, აგრეთვე თავისი კომპეტენციის ფარგლებში – საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა უფლებამოსილებებს. საქართველოს 2015 წლის 8 ივლისის ორგანული კანონი №3977 – ვებგვერდი, 20.07.2015წ. საქართველოს 2015 წლის 22 ივლისის ორგანული კანონი №4087 – ვებგვერდი, 04.08.2015წ. საქართველოს 2018 წლის 4 მაისის ორგანული კანონი №2260 – ვებგვერდი, 24.05.2018წ. საქართველოს 2018 წლის 20 ივლისის ორგანული კანონი №3242 – ვებგვერდი, 13.08.2018წ. საქართველოს 2019 წლის 26 ნოემბრის ორგანული კანონი №5296 – ვებგვერდი, 04.12.2019წ. საქართველოს 2020 წლის 12 ივნისის ორგანული კანონი №6291 – ვებგვერდი, 19.06.2020წ. საქართველოს 2020 წლის 15 ივლისის ორგანული კანონი №6853 – ვებგვერდი, 28.07.2020წ . საქართველოს 2020 წლის 17 ივლისის ორგანული კანონი №7060 – ვებგვერდი, 29.07.2020წ. საქართველოს 2021 წლის 12 ივლისის ორგანული კანონი №728 – ვებგვერდი, 14.07.2021წ. საქართველოს 2022 წლის 6 სექტემბრის ორგანული კანონი №1720 – ვებგვერდი, 16.09.2022წ. საქართველოს 2024 წლის 19 ივლისის ორგანული კანონი №4386 – ვებგვერდი, 30.07.2024წ. მუხლი 76. თბილისის მერის პირველი მოადგილე (ვიცე-მერი) და მოადგილეები 1. თბილისის მერს ჰყავს პირველი მოადგილე (ვიცე-მერი) და მოადგილეები. 2. თბილისის მერის პირველ მოადგილეს (ვიცე-მერს) და მოადგილეებს თბილისის საკრებულოს თანხმობით თანამდებობებზე ნიშნავს თბილისის მერი. თბილისის მერის პირველი მოადგილის (ვიცე-მერის) და მოადგილეების თანამდებობებიდან განთავისუფლების საკითხს წყვეტს თბილისის მერი. 3. თბილისის მერის პირველი მოადგილის (ვიცე-მერის) და მოადგილეების თანამდებობებზე დანიშვნაზე თანხმობას თბილისის საკრებულო გამოხატავს საკრებულოს სხდომაზე დამსწრეთა უმრავლესობის, მაგრამ არანაკლებ საკრებულოს სრული შემადგენლობის ერთი მესამედის მხარდაჭერით. თბილისის საკრებულოს თანხმობის მიუღებლობის შემთხვევაში თბილისის მერი უფლებამოსილია 10 დღის ვადაში წარადგინოს იგივე ან ახალი კანდიდატურა. თუ თბილისის საკრებულო კვლავ არ გამოხატავს თანხმობას, თბილისის მერი უფლებამოსილია არაუმეტეს 3 თვის ვადით დანიშნოს თბილისის მერის პირველი მოადგილის (ვიცე-მერის) და მოადგილეების მოვალეობათა შემსრულებლები. 4. თუ თბილისის საკრებულომ ამ მუხლის მე-3 პუნქტით დადგენილი პროცედურით თანხმობა არ მისცა თბილისის მერს მისი პირველი მოადგილის (ვიცე-მერის)/მოადგილის დანიშვნაზე, თბილისის მერი ვალდებულია მომდევნო 3 თვის ვადაში თბილისის საკრებულოს წარუდგინოს თბილისის მერის პირველი მოადგილის (ვიცე-მერის)/მოადგილის ახალი კანდიდატურა. ასეთ შემთხვევაში მოქმედებს ამ მუხლის მე-3 პუნქტით განსაზღვრული წესი. თბილისის საკრებულოს თანხმობის მიუღებლობის შემთხვევაში თბილისის მერის პირველი მოადგილის (ვიცე-მერის)/მოადგილის მოვალეობის შემსრულებლად დაუშვებელია იმ პირის დანიშვნა, რომელიც ამ მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად ერთხელ უკვე ასრულებდა თბილისის მერის პირველი მოადგილის (ვიცე-მერის)/მოადგილის მოვალეობას. 5. ამ მუხლის მე-3 და მე-4 პუნქტებით დადგენილი პროცედურები გრძელდება თბილისის მერის პირველი მოადგილის (ვიცე-მერის) და მოადგილეების დანიშვნამდე. 6. თბილისის მერის მოადგილე ფუნქციათა განაწილების შესაბამისად ხელმძღვანელობს თბილისის აღმასრულებელი ორგანოების უფლებამოსილებისთვის მიკუთვნებულ დარგებს; ორგანიზებას უწევს და აკონტროლებს თბილისის საკრებულოს, მერისა და მთავრობის გადაწყვეტილებათა აღსრულებას; თავისი უფლებამოსილების ფარგლებში გამოსცემს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტებს; ასრულებს თბილისის მერიის დებულებითა და მთავრობის რეგლამენტით გათვალისწინებულ სხვა უფლებამოსილებებს. 7. თბილისის მერის მოადგილეების თანამდებობრივი შეუთავსებლობის, მათი უფლებამოსილებების შეჩერებისა და შეწყვეტის საკითხები განისაზღვრება ამ კანონის 58-ე და 59-ე მუხლების შესაბამისად. მუხლი 77. თბილისის მერიის სტრუქტურული ერთეულები 1. თბილისის მერიის სტრუქტურული ერთეულები იქმნება ამ კანონით დადგენილი წესით, თბილისის მერიის დებულებით ან მასში შესაბამისი ცვლილებით, მთავრობის უფლებამოსილებისთვის მიკუთვნებული სოციალურ-ეკონომიკური დარგების მართვისა და თბილისის მერიის საქმიანობის უზრუნველყოფის მიზნით. 2. თბილისის მერიის სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელს თბილისის საკრებულოს თანხმობით თანამდებობაზე ნიშნავს თბილისის მერი. თბილისის მერიის სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელის თანამდებობიდან განთავისუფლების საკითხს წყვეტს თბილისის მერი. თბილისის მერიის სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი პასუხისმგებელია და უფლებამოსილებას იხსნის თბილისის მერის წინაშე. 3. თბილისის მერიის სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელის თანამდებობაზე დანიშვნის, თანამდებობრივი შეუთავსებლობის, უფლებამოსილების შეჩერებისა და შეწყვეტის საკითხები განისაზღვრება ამ კანონის 76-ე, 58-ე და 59-ე მუხლების შესაბამისად. 4. თბილისის მერიის სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი თავისი უფლებამოსილების ფარგლებში გამოსცემს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტებს. თბილისის მერიის სტრუქტურული ერთეულის უფლებამოსილებანი და სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელის უფლებამოსილებანი და სტრუქტურული ერთეულის ქვედანაყოფები განისაზღვრება შესაბამისად თბილისის მერიის დებულებით და სტრუქტურული ერთეულის დებულებით და შესაბამისი საშტატო ნუსხით. საქართველოს 2014 წლის 30 ივლისის ორგანული კანონი №2589 - ვებგვერდი, 11.08.2014წ. მუხლი 78. თბილისის ორგანოების საფინანსო კონტროლი და ზედამხედველობა 1. თბილისის ორგანოების საქმიანობის შიდა აუდიტი და ინსპექტირება ხორციელდება „სახელმწიფო შიდა ფინანსური კონტროლის შესახებ“ საქართველოს კანონისა და თბილისის მერიის დებულების შესაბამისად. 2. თბილისის მერიის შიდა აუდიტის სამსახურის ხელმძღვანელს სრული შემადგენლობის უმრავლესობით, საკრებულოს უფლებამოსილების ვადით ირჩევს თბილისის საკრებულო. მისი არჩევის წესი ამ კანონის შესაბამისად განისაზღვრება თბილისის საკრებულოს რეგლამენტით. მუხლი 79. საჯარო სამართლის იურიდიული პირის დაფუძნება 1. თბილისის მიერ დაფუძნებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის ხელმძღვანელს თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მთავრობა. 2. თბილისის ნორმატიული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით შექმნილი საჯარო სამართლის იურიდიული პირი არის სახელმწიფო ხელისუფლებისა და მუნიციპალიტეტის ორგანოებისგან განცალკევებული ორგანიზაცია, რომელიც მთავრობის კონტროლით დამოუკიდებლად ახორციელებს სოციალურ, საგანმანათლებლო, კულტურულ, ეკონომიკურ ან/და მთავრობის მიერ განსაზღვრულ სხვა საქმიანობას. 3. თბილისის საკრებულო უფლებამოსილია მთავრობის წარდგინებით დააფუძნოს საჯარო სამართლის იურიდიული პირი მშენებლობის ნებართვის გაცემის, ქალაქის ურბანული განვითარების კონცეფციის შემუშავებისა და თბილისის სივრცის დაგეგმარების, გენერალური და განაშენიანების გეგმების/განაშენიანების დეტალური გეგმების შემუშავების შესახებ შესაბამისი კვლევის ჩატარებისა და რეკომენდაციების მომზადების, ქონების პრივატიზაციისა და სარგებლობის უფლებით გადაცემის პროცესის უზრუნველყოფის ან სხვა მიზნით. თბილისის საჯარო სამართლის იურიდიული პირის რეორგანიზაციისა და ლიკვიდაციის შესახებ გადაწყვეტილებებს მთავრობის წარდგინებით იღებს თბილისის საკრებულო. 4. თბილისის საკრებულო უფლებამოსილია მთავრობის წინადადებით საჯარო სამართლის იურიდიულ პირს დაუდგინოს საჯარო სამართლის იურიდიული პირის წესდებით (დებულებით) განსაზღვრული საქმიანობის, მომსახურების ან/და დაჩქარებული მომსახურების, მათ შორის, მშენებლობის ნებართვის დაჩქარებული წესით გაცემის მომსახურების, საფასურის ოდენობა. 5. თბილისის მიერ დაფუძნებული საჯარო სამართლის იურიდიული პირი უფლებამოსილია განახორციელოს შესაბამისი კანონით ან/და თავისი წესდებით (დებულებით) გათვალისწინებული საქმიანობა. 6. მთავრობა უფლებამოსილია თბილისის საკრებულოს დასამტკიცებლად წარუდგინოს საჯარო სამართლის იურიდიული პირის მიერ ელექტრონული დოკუმენტბრუნვის სისტემის საშუალებით ადმინისტრაციული წარმოების განხორციელების, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემისა და გაცნობის წესი და პირობები. 7. თბილისის მიერ დაფუძნებულ საჯარო სამართლის იურიდიულ პირს მოძრავი ქონება გადაეცემა სარგებლობის ან საკუთრების უფლებით, ხოლო უძრავი ქონება – სარგებლობის უფლებით, ამ კანონით დადგენილი წესით. თბილისის მიერ დაფუძნებული საჯარო სამართლის იურიდიული პირისათვის მოძრავი ქონების საკუთრებაში გადაცემის შესახებ გადაწყვეტილებას იღებს მთავრობა. 8. საჯარო სამართლის იურიდიული პირი უფლებამოსილია თავის საკუთრებაში არსებული ქონება უსასყიდლოდ გადასცეს თბილისს. 9. თბილისის საკრებულოს თანხმობით საჯარო სამართლის იურიდიული პირი უფლებამოსილია თავის საკუთრებაში არსებული ქონება სარგებლობაში გადასცეს ამ კანონის XV თავითა და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით. 10. თბილისის მიერ დაფუძნებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის მართვის წესი განისაზღვრება საჯარო სამართლის იურიდიული პირის წესდებით (დებულებით). 11. თბილისის მიერ დაფუძნებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის მიერ მიღებული გადაწყვეტილება საჩივრდება თბილისის მერთან, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით. 12. თბილისის მიერ დაფუძნებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის ლიკვიდაციის შემთხვევაში მის შედეგად დარჩენილი ქონება გადადის თბილისის საკუთრებაში. საქართველოს 2014 წლის 28 ნოემბრის ორგანული კანონი №2820 - ვებგვერდი, 03.12.2014წ. საქართველოს 2015 წლის 8 ივლისის ორგანული კანონი №3977 – ვებგვერდი, 20.07.2015წ. საქართველოს 2018 წლის 20 ივლისის ორგანული კანონი №3242 – ვებგვერდი, 13.08.2018წ. საქართველოს 2020 წლის 15 ივლისის ორგანული კანონი №6853 – ვებგვერდი, 28.07.2020წ . თავი X თბილისის მერიის ტერიტორიული ორგანო − თბილისის რაიონის გამგეობა მუხლი 80. თბილისის რაიონის გამგეობა 1. თბილისის ადმინისტრაციულ ერთეულში − რაიონში იქმნება თბილისის მერიის ტერიტორიული ორგანო − თბილისის რაიონის გამგეობა (შემდგომ − რაიონის გამგეობა). 2. რაიონის გამგეობა შედგება სტრუქტურული ერთეულებისგან. რაიონის გამგეობის სტრუქტურა და უფლებამოსილება განისაზღვრება რაიონის გამგეობის ტიპური დებულებით. 3. რაიონის გამგეობის საშტატო ნუსხას, თანამდებობრივ სარგოებსა და ტიპურ დებულებას თბილისის მერის წარდგინებით ამტკიცებს თბილისის საკრებულო. 4. რაიონის გამგეობის ხელმძღვანელია თბილისის რაიონის გამგებელი (შემდგომ − რაიონის გამგებელი). რაიონის გამგებელს თბილისის საკრებულოს თანხმობით თანამდებობაზე ნიშნავს თბილისის მერი. რაიონის გამგებლის თანამდებობიდან განთავისუფლების საკითხს წყვეტს თბილისის მერი. 5. რაიონის გამგებლის თანამდებობაზე დანიშვნის, თანამდებობრივი შეუთავსებლობის, უფლებამოსილების შეჩერებისა და შეწყვეტის საკითხები განისაზღვრება ამ კანონის 76-ე, 58-ე და 59-ე მუხლების შესაბამისად. მუხლი 81. რაიონის გამგეობის თანამდებობის პირები 1. რაიონის გამგეობის თანამდებობის პირები არიან: ა) რაიონის გამგებელი; ბ) რაიონის გამგებლის მოადგილე; გ) რაიონის გამგეობის სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი. 2. რაიონის გამგებლის მოადგილესა და რაიონის გამგეობის სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელს „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს რაიონის გამგებელი. მუხლი 82. რაიონის გამგებელი 1. რაიონის გამგებელი უძღვება გამგეობის საქმიანობას, უზრუნველყოფს რაიონის მართვას, კოორდინაციას უწევს თბილისის მერისა და მთავრობის გადაწყვეტილებათა შესრულებას. 2. რაიონის გამგებელი თანამდებობრივად შედის მთავრობის შემადგენლობაში. 3. რაიონის გამგებელი: ა) უნაწილებს ფუნქციებს რაიონის გამგეობის მოსამსახურეებს; აძლევს დავალებებს რაიონის გამგეობის თანამდებობის პირებს და ისმენს მათ ანგარიშებს გაწეული მუშაობის შესახებ; ბ) „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს რაიონის გამგეობის თანამდებობის პირებსა და რაიონის გამგეობის სხვა მოსამსახურეებს; გ) უზრუნველყოფს თბილისის საკრებულოს მიერ მიღებული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების, პროგრამებისა და პროექტების განხორციელებას; დ) თბილისის მერიის შესაბამის სტრუქტურულ ერთეულს წარუდგენს საბიუჯეტო განაცხადს; ე) ხელს აწერს რაიონის გამგეობის სახელით დადებულ ხელშეკრულებებსა და შეთანხმებებს; წარმოადგენს გამგეობას და მოქმედებს მისი სახელით ოფიციალური ურთიერთობებისას, ასრულებს სხვა წარმომადგენლობით ფუნქციებს, ახორციელებს შესყიდვებს საქართველოს კანონმდებლობისა და თბილისის ნორმატიული აქტების შესაბამისად; ვ) თავისი უფლებამოსილების ფარგლებში გამოსცემს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტებს; ზ) მონაწილეობს საქართველოს დედაქალაქის პრიორიტეტების დოკუმენტისა და თბილისის ბიუჯეტის პროექტის შემუშავებაში; თ) პასუხისმგებელია რაიონისთვის თბილისის ბიუჯეტით გათვალისწინებული ასიგნებების შესაბამისად გადახდების განხორციელებისათვის; ი) ამზადებს ინფორმაციას თბილისის ბიუჯეტით გათვალისწინებული ასიგნებების შესრულების შესახებ და წარუდგენს თბილისის მერიის შესაბამის სტრუქტურულ ერთეულს; კ) ახორციელებს ამ კანონითა და თბილისის მერიის დებულებით გათვალისწინებულ სხვა უფლებამოსილებებს. 4. რაიონის გამგებელი პასუხისმგებელია და უფლებამოსილებას იხსნის თბილისის მერის წინაშე. საქართველოს 2014 წლის 30 ივლისის ორგანული კანონი №2589 - ვებგვერდი, 11.08.2014წ. საქართველოს 2015 წლის 22 ივლისის ორგანული კანონი №4087 – ვებგვერდი, 04.08.2015წ. მუხლი 83. რაიონის გამგებლის მოადგილეები 1. რაიონის გამგებელს შეიძლება ჰყავდეს არაუმეტეს 3 მოადგილისა. 2. რაიონის გამგებლის მოადგილეები რაიონის გამგებლის მიერ ფუნქციათა განაწილების შესაბამისად ხელმძღვანელობენ რაიონის გამგეობის უფლებამოსილებისთვის მიკუთვნებულ დარგებს; ამზადებენ და რაიონის გამგებელს წარუდგენენ წინადადებებს შესაბამის დარგებში განსახორციელებელ ღონისძიებათა შესახებ; ორგანიზებას უწევენ და აკონტროლებენ რაიონის გამგებლის გადაწყვეტილებათა აღსრულებას. 3. რაიონის გამგებლის არყოფნის შემთხვევაში, ან თუ რაიონის გამგებელს დროებით არ შეუძლია თავისი მოვალეობის შესრულება, მისი დავალებით რაიონის გამგებლის მოვალეობას ასრულებს რაიონის გამგებლის ერთ-ერთი მოადგილე. მუხლი 84. რაიონის გამგეობის სტრუქტურული ერთეულები 1. რაიონის გამგეობის სტრუქტურული ერთეულები შესაბამისი სფეროების მიხედვით აღასრულებენ თბილისის საკრებულოს, თბილისის მერის, მთავრობისა და რაიონის გამგებლის ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტებს და თავიანთი უფლებამოსილებების ფარგლებში ხელმძღვანელობენ მოსახლეობის მომსახურების სხვადასხვა დარგს. 2. რაიონის გამგეობის სტრუქტურული ერთეულის ფუნქციები რაიონის გამგეობის დებულების შესაბამისად განისაზღვრება შესაბამისი სტრუქტურული ერთეულის ტიპური დებულებით, რომელსაც თბილისის მერის წარდგინებით ამტკიცებს თბილისის საკრებულო. 3. რაიონის გამგეობის სტრუქტურული ერთეულის საქმიანობას ხელმძღვანელობს სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი. კარი IV მოქალაქეთა მონაწილეობა ადგილობრივი თვითმმართველობის განხორციელებაში თავი XI მოქალაქეთა მონაწილეობა ადგილობრივი თვითმმართველობის განხორციელებაში მუხლი 85. ადგილობრივი თვითმმართველობის განხორციელებაში მოქალაქეთა მონაწილეობის გარანტიები და ფორმები 1. მუნიციპალიტეტის ორგანოები და მუნიციპალიტეტის ორგანოების თანამდებობის პირები ვალდებული არიან, ადგილობრივი თვითმმართველობის განხორციელებაში მოქალაქეთა მონაწილეობის უზრუნველსაყოფად შექმნან ორგანიზაციული და მატერიალურ-ტექნიკური პირობები მოქალაქეთა მიღების, მოქალაქეებთან შეხვედრების, მუნიციპალიტეტის ორგანოების საქმიანობაში, მათ შორის, კოლეგიური საჯარო დაწესებულების სხდომებში, მოქალაქეთა მონაწილეობისა და გადაწყვეტილებათა მიღების პროცესის გამჭვირვალობისათვის. 2. ნებისმიერ პირს აქვს უფლება, ამ კანონით, საქართველოს სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე აქტებითა და მუნიციპალიტეტის საკრებულოს ნორმატიული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტებით განსაზღვრულ ფარგლებში და დადგენილი წესით, შეუზღუდავად ისარგებლოს ადგილობრივი თვითმმართველობის განხორციელებაში მოქალაქეთა მონაწილეობის ფორმებით. 3. მუნიციპალიტეტი უფლებამოსილია ადგილობრივი თვითმმართველობის განხორციელებაში მოქალაქეთა მონაწილეობის უზრუნველყოფის მიზნით მუნიციპალიტეტის ბიუჯეტში გაითვალისწინოს შესაბამისი პროგრამები. 4. ადგილობრივი თვითმმართველობის განხორციელებაში მოქალაქეთა მონაწილეობის ფორმებია: ა) დასახლების საერთო კრება; ბ) პეტიცია; გ) სამოქალაქო მრჩეველთა საბჭო; დ) მუნიციპალიტეტის საკრებულოს და მუნიციპალიტეტის საკრებულოს კომისიის სხდომებში მონაწილეობა; ე) მუნიციპალიტეტის მერის და მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრის მიერ გაწეული მუშაობის შესახებ ანგარიშების მოსმენა. 5. მუნიციპალიტეტი უფლებამოსილია, ადგილობრივი თვითმმართველობის განხორციელებაში მოქალაქეთა მონაწილეობის ამ კანონით განსაზღვრული ფორმების გარდა, შესაბამისი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით განსაზღვროს ადგილობრივი თვითმმართველობის განხორციელებაში მოქალაქეთა მონაწილეობის სხვა ფორმები, რომლებიც არ ეწინააღმდეგება საქართველოს კანონმდებლობას. საქართველოს 2015 წლის 22 ივლისის ორგანული კანონი №4087 – ვებგვერდი, 04.08.2015წ. საქართველოს 2017 წლის 26 ივლისის ორგანული კანონი №1251 - ვებგვერდი, 29.07.2017წ.
Эти юристы работают в правовой области, связанной с этой статьёй.