1.თბილისის მერიის სტრუქტურული ერთეულები იქმნება ამ კანონით დადგენილი წესით, თბილისის მერიის დებულებით ან მასში შესაბამისი ცვლილებით, მთავრობის უფლებამოსილებისთვის მიკუთვნებული სოციალურ-ეკონომიკური დარგების მართვისა და თბილისის მერიის საქმიანობის უზრუნველყოფის მიზნით.
2.თბილისის მერიის სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელს თბილისის საკრებულოს თანხმობით თანამდებობაზე ნიშნავს თბილისის მერი. თბილისის მერიის სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელის თანამდებობიდან განთავისუფლების საკითხს წყვეტს თბილისის მერი. თბილისის მერიის სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი პასუხისმგებელია და უფლებამოსილებას იხსნის თბილისის მერის წინაშე.
