ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი
Статья 78. თბილისის ორგანოების საფინანსო კონტროლი და ზედამხედველობა
1. თბილისის ორგანოების საქმიანობის შიდა აუდიტი და ინსპექტირება ხორციელდება „სახელმწიფო შიდა ფინანსური კონტროლის შესახებ“ საქართველოს კანონისა და თბილისის მერიის დებულების შესაბამისად.
2. თბილისის მერიის შიდა აუდიტის სამსახურის ხელმძღვანელს სრული შემადგენლობის უმრავლესობით, საკრებულოს უფლებამოსილების ვადით ირჩევს თბილისის საკრებულო. მისი არჩევის წესი ამ კანონის შესაბამისად განისაზღვრება თბილისის საკრებულოს რეგლამენტით.
