1.ქალაქ თბილისის თვითმმართველობის ორგანოების ფინანსური სისტემა და საბიუჯეტო ურთიერთობები განისაზღვრება ამ კანონითა და საქართველოს საბიუჯეტო კოდექსით.
2.ქალაქ თბილისის თვითმმართველი ერთეული უფლებამოსილია ფინანსური საქმისწარმოება (ბიუჯეტის პროექტის შედგენა, ბიუჯეტის შესრულება, ბუღალტრული აღრიცხვა-ანგარიშგება და სხვა) განახორციელოს ელექტრონული ფორმით.
