1.მუნიციპალიტეტს აქვს გერბი და დროშა. მას შეიძლება ჰქონდეს სხვა სიმბოლოებიც.
2.მუნიციპალიტეტის გერბს, დროშას და სხვა სიმბოლოებს, მათი გამოსახვის ფორმებს და მათ აღწერილობებს საჯარო სამართლის იურიდიულ პირთან − საქართველოს სახელმწიფო სიმბოლიკისა და ჰერალდიკის დეპარტამენტთან წინასწარი კონსულტაციების საფუძველზე და მისი თანხმობით ადგენს მუნიციპალიტეტის საკრებულო. სავალდებულოა მუნიციპალიტეტის სიმბოლოების სახელმწიფო რეგისტრაციის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით განხორციელება.
