1.საქართველოს სახელმწიფო სიმბოლოთა გამოყენების წესის დაცვით თვითმმართველ ერთეულს აქვს გერბი და დროშა.
2.თვითმმართველი ერთეულის გერბს და დროშას საქართველოს პარლამენტთან არსებული ჰერალდიკის სახელმწიფო საბჭოსთან წინასწარი კონსულტაციების საფუძველზე და მისი თანხმობით ადგენს თვითმმართველი ერთეულის საკრებულო. თვითმმართველი ერთეულის სიმბოლოები ექვემდებარება საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული წესით სახელმწიფო რეგისტრაციას.
