საქართველოს დედაქალაქის – თბილისის შესახებ
Статья 10. ქალაქ თბილისის სიმბოლოები
1. საქართველოს სახელმწიფო სიმბოლოთა გამოყენების წესის დაცვით, ქალაქ თბილისს აქვს გერბი, დროშა, ჰიმნი და სხვა სიმბოლოები.
2. ქალაქ თბილისის გერბს, დროშას, ჰიმნსა და სხვა სიმბოლოებს საქართველოს პარლამენტთან არსებული ჰერალდიკის სახელმწიფო საბჭოს თანხმობით ადგენს ქალაქ თბილისის საკრებულო. ქალაქ თბილისის სიმბოლოები ექვემდებარება სახელმწიფო რეგისტრაციას საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული წესით. საქართველოს 2009 წლის 28 დეკემბრის კანონი №2518-სსმI, №4, 20.01.2010წ., მუხ.12 თავი II ქალაქ თბილისის თვითმმართველობის წარმომადგენლობითი ორგანო საქართველოს 2005 წლის 1 ივლისის კანონი №1869-სსმI, №41, 19.07.2005წ., მუხ.297
