1.რაიონის გამგეობის თანამდებობის პირები არიან: ა) რაიონის გამგებელი; ბ) რაიონის გამგებლის მოადგილე; გ) რაიონის გამგეობის სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი.
2.რაიონის გამგებლის მოადგილესა და რაიონის გამგეობის სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელს „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს რაიონის გამგებელი.
