1.ქალაქ თბილისის რაიონის გამგეობა ( შემდგომში – გამგეობა ) შედგება გამგებლის , მისი მოადგილეებისა და რაიონული სამსახურების ხელმძღვანელებისაგან .
2.გამგეობის უფლებამოსილება და საქმიანობის წესი განისაზღვრება ქალაქ თბილისის მერიის დებულებით. საქართველოს 2005 წლის 1 ივლისის კანონი №1869-სსმI, №41, 19.07.2005წ., მუხ.297 საქართველოს 2006 წლის 29 დეკემბრის კანონი №4331-სსმI, №1, 03.01.2007წ., მუხ.21 მუხლი 30. ქალაქ თბილისის რაიონის გამგებელი 1. ქალაქ თბილისის რაიონის გამგებელი (შემდგომში – გამგებელი) უძღვება გამგეობის საქმიანობას, უზრუნველყოფს რაიონის მართვას; კოორდინაციას უწევს საკრებულოს, მერისა და მთავრობის გადაწყვეტილებათა შესრულებას.
