უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ
Статья 53^3. უკანონო მიგრაციის გამოსავლენად უცხოელის საცხოვრებელი/სამუშაო ადგილის ან სხვა კერძო საკუთრების/მფლობელობის შემოწმება
1. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს უფლებამოსილ ორგანოს უფლება აქვს, საქართველოში კანონიერი საფუძვლის გარეშე მყოფი უცხოელის გამოვლენის ან/და უცხოელის საცხოვრებელი/სამუშაო ადგილის გადამოწმების ან მისი სამგზავრო დოკუმენტის მოძიების მიზნით შეამოწმოს უცხოელის საცხოვრებელი/სამუშაო ადგილი ან სხვა კერძო საკუთრება/მფლობელობა რაიონული (საქალაქო) სასამართლოს მოსამართლის ბრძანების საფუძველზე. კერძო საკუთრების თანამესაკუთრის/თანამფლობელის ან სამუშაო ადგილზე დამსაქმებლის თანხმობა საკმარისია შემოწმების რაიონული (საქალაქო) სასამართლოს მოსამართლის ბრძანების გარეშე ჩასატარებლად.
2. თუ არსებობს შემოწმების ჩატარების გადაუდებელი აუცილებლობა და დაყოვნებამ შეიძლება გამოიწვიოს უცხოელის მიმალვა ანდა მისი სამგზავრო დოკუმენტის განადგურება ან გადამალვა, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს უფლებამოსილ ორგანოს უფლება აქვს, დაიწყოს უცხოელის საცხოვრებელი/სამუშაო ადგილის ან სხვა კერძო საკუთრების/მფლობელობის შემოწმება და 24 საათის განმავლობაში წარუდგინოს შესაბამისი შუამდგომლობა რაიონული (საქალაქო) სასამართლოს მოსამართლეს. ამ შუამდგომლობის წარდგენისას საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს უფლებამოსილმა ორგანომ უნდა დაასაბუთოს შემოწმების ჩატარების გადაუდებელი აუცილებლობა.
