„ პროფესიული განათლების შესახებ “ საქართველოს კანონის
Статья 12. რეგულირებადი პროფესიები
1. მაღალი რისკის შემცველ პროფესიებს, რომლებიც შეეხება ადამიანის ჯანმრთელობას, პიროვნების განვითარებასა და მაღალ საზოგადოებრივ ინტერესს, სახელმწიფო გამოყოფს რეგულირებადი პროფესიების სახით.
2. რეგულირებად პროფესიებს, რომლებსაც შეესაბამება პროფესიული განათლების კვალიფიკაციები, აგრეთვე რეგულირებადი პროფესიით საქმიანობის უფლების მინიჭებისა და განახლებისათვის აუცილებელ პირობებს და მათი შესრულების წესს საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს წარდგინებით ან მისი სავალდებულო დასკვნის გათვალისწინებით განსაზღვრავს საქართველოს მთავრობა. საქართველოს 2008 წლის 19 დეკემბრის კანონი №792 - სსმ I, №40, 29.12.2008 წ., მუხ.259 საქართველოს 2010 წლის 21 ივლისის კანონი №3529 - სსმ I, №47, 05.08.2010 წ., მუხ.300 საქართველოს 2018 წლის 5 ივლისის კანონი №3027 – ვებგვერდი, 11 .07.2018წ.
