1.რეგულირებადი პროფესია არის მაღალი რისკის შემცველი პროფესია, რომელიც დაკავშირებულია ადამიანის ჯანმრთელობასთან, პიროვნების განვითარებასთან ან/და მაღალ საზოგადოებრივ ინტერესთან.
2.მხოლოდ კანონით შეიძლება განისაზღვროს ის რეგულირებადი პროფესიები, რომლებიც საჭიროებს შესაბამისი პროფესიული განათლების მიღებას ან/და სახელმწიფო სასერტიფიკაციო გამოცდის ჩაბარებას ან/და რომლებით საქმიანობის განსახორციელებლად მოთხოვნილი კვალიფიკაციის მინიჭებისთვის აუცილებელია შესაბამისი გამოცდის ჩაბარება ან/და პერიოდული პროფესიული გადამზადება.
3.რეგულირებად პროფესიაში სახელმწიფო სასერტიფიკაციო გამოცდის ჩატარების წესი და პირობები, აგრეთვე პერიოდული პროფესიული გადამზადების წესი და პირობები განისაზღვრება შესაბამისი კანონმდებლობით. თავი III. პროფესიული განათლების სისტემის მართვა





