„ პროფესიული განათლების შესახებ “ საქართველოს კანონის
Статья 33. პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულების სამეთვალყურეო საბჭო
1. პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულების მართვის უმაღლესი ორგანოა სამეთვალყურეო საბჭო, რომლის შემადგენლობაშიც შეიძლება შევიდნენ დამსაქმებლების, ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებისა და საზოგადოებრივი ორგანიზაციების წარმომადგენლები, აგრეთვე პროფესიული სტუდენტების მშობელთა და პროფესიული განათლების მასწავლებელთა წარმომადგენლები. სამეთვალყურეო საბჭოს წევრთა რაოდენობა, საბჭოს დაკომპლექტების, უფლებამოსილებათა წარმოშობისა და შეწყვეტის წესები განისაზღვრება პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულების წესდებით.
2. სამეთვალყურეო საბჭო: ა) პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულების დირექტორის წარდგინებით ამტკიცებს პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულების ბიუჯეტს, აგრეთვე ამტკიცებს დირექტორის მიერ მომზადებულ ყოველწლიურ ანგარიშს და უზრუნველყოფს მის საჯაროობას; ბ) პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულების დირექტორის წარდგინებით ამტკიცებს პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულების შინაგანაწესს და სახელმწიფო კონტროლის განმახორციელებელ ორგანოსთან შეთანხმებულ საშტატო განრიგს; გ) აკონტროლებს პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულების დირექტორის მიერ პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულების თანხების ხარჯვასა და ქონების განკარგვას; დ) ითანხმებს პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულების დირექტორის მიერ წარმოდგენილ პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულების წესდების პროექტს; ე) ახორციელებს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა უფლებამოსილებებს. საქართველოს 2010 წლის 21 ივლისის კანონი № 3529 - სსმ I, №4 7 , 05.08.2010 წ., მუხ. 300 საქართველოს 2012 წლის 28 თებერვლის კანონი №5717 – ვებგვერდი, 01.03.2012წ.
