„განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის
Статья 23. საგანმანათლებლო დაწესებულების მართვა
1. საგანმანათლებლო დაწესებულებას მართავენ დაწესებულების ადმინისტრაცია და პედაგოგიური (სამეცნიერო) საბჭო, რომელთა სტრუქტურა, შექმნის წესი და უფლებამოსილება განისაზღვრება ამ კანონით, საგანმანათლებლო დაწესებულებათა ტიპური დებულებითა და საკუთარი წესდებით.
2. საგანმანათლებლო დაწესებულებაში შემოსავლის მოზიდვის და რაციონალური განკარგვის მიზნით იქმნება სამეურვეო საბჭო, რომლის ფუნქციები და საქმიანობის წესი განისაზღვრება თვით ამ დაწესებულების წესდებით.
3. (ამოღებულია).
4. (ამოღებულია).
5. დირექტორის (რექტორის) დანიშვნის (არჩევის) ვადა არ უნდა აღემატებოდეს საგანმანათლებლო დაწესებულების საგანმანათლებლო პროგრამის ხანგრძლივობას, მაგრამ არ უნდა იყოს 3 წელზე ნაკლები.
6. (ამოღებულია).
7. საგანმანათლებლო დაწესებულების პედაგოგიური (სამეცნიერო) საბჭო: ა) არის არჩევითი ორგანო, რომლის შექმნის წესი განისაზღვრება საგანმანათლებლო დაწესებულების წესდებით; ბ) წარმართავს საგანმანათლებლო დაწესებულების სასწავლო-აღმზრდელობით და სამეცნიერო საქმიანობას; გ) შეაქვს ცვლილებები საგანმანათლებლო დაწესებულების საგანმანათლებლო პროგრამაში.
8. საგანმანათლებლო დაწესებულების ადმინისტრაცია პედაგოგიურ (სამეცნიერო) საბჭოსთან შეთანხმებით: ა) ადგენს ხარჯთაღრიცხვის პროექტს; ბ) ადგენს სახელმწიფო სტიპენდიების დანიშვნის პირობებსა და წესს მოსწავლეთათვის (სტუდენტთათვის) საბიუჯეტო დაფინანსებიდან გამოყოფილი ასიგნებების ფარგლებში საქართველოს განათლების სამინისტროს მიერ განსაზღვრული ტიპური დებულების საფუძველზე.
9. (ამოღებულია).
10. (ამოღებულია). საქართველოს 2005 წლის 8 აპრილის კანონი №1330-სსმ I, №20, 04.05.2005წ; მუხ.143 საქართველოს 2007 წლის 28 მარტის კანონი №4531-სსმ I, №15, 23.04.2007წ; მუხ.120 თავი IV სამართლებრივი ურთიერთობები განათლების სისტემაში
