1.სრული ზოგადი განათლების მიღება გულისხმობს: ა) ზოგადი განათლების საშუალო საფეხურის X და XI კლასების დაძლევას, რის საფუძველზედაც გაიცემა სრული ზოგადი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტი − ატესტატი; ბ) იმ საშუალო პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის დაძლევას, რომელშიც ინტეგრირებულია ზოგადი განათლების საშუალო საფეხურის სწავლის შედეგები, და აღნიშნული პროგრამის დაძლევის სამინისტროს მიერ დადგენილი წესით დადასტურებას, რის საფუძველზედაც გაიცემა საშუალო პროფესიული განათლების დამადასტურებელი დოკუმენტი − დიპლომი და სრული ზოგადი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტი, გარდა „პროფესიული განათლების შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული შემთხვევისა; გ) ამ პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით/„ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ზოგადი განათლების საშუალო საფეხურის/საშუალო პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის დაძლევის შემდეგ ზოგადი განათლების საშუალო საფეხურის ნებაყოფლობითი XII კლასის გავლას, რის საფუძველზედაც გაიცემა სრული ზოგადი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტი − ატესტატი. 1 1 . (ამოღებულია - 08.04.2019, №4495) . 1 2 . ზოგადი განათლების დამადასტურებელი სახელმწიფო დოკუმენტის ნიმუშსა და იმ საშუალო პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის ფარგლებში პროფესიული სტუდენტის მიერ მიღწეული ზოგადი განათლების საშუალო საფეხურის სწავლის შედეგების დადასტურების წესს, რომელშიც ინტეგრირებულია ზოგადი განათლების საშუალო საფეხურის სწავლის შედეგები, ამტკიცებს სამინისტრო.
2.ზოგადსაგანმანათლებლო პროგრამის დაჩქარებული გავლა დასაშვებია მხოლოდ განსაკუთრებულ შემთხვევაში, მოსწავლის ინდივიდუალური შესაძლებლობების გათვალისწინებით, სამინისტროს მიერ დადგენილი წესით.
3.მოსწავლის ან მისი მშობლის მოთხოვნის შემთხვევაში ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულება ვალდებულია გასცეს მოსწავლის მიერ საგნების გავლის დამადასტურებელი ცნობა სამინისტროს მიერ შემუშავებული ფორმის მიხედვით.
4.დაუშვებელია მოსწავლის დატოვება ზოგადი განათლების სისტემის მიღმა საბაზო საფეხურის მიღწევის დონის დაძლევამდე.
5.ზოგადი განათლების რომელიმე საფეხურის გავლის დამადასტურებელი დოკუმენტის მქონე პირებს საქართველოს მთელ ტერიტორიაზე აქვთ ზოგადი განათლების მომდევნო საფეხურზე სწავლის გაგრძელების უფლება. 5 1 . თუ სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე პირს არ აქვს საგანმანათლებლო ისტორია ან მან გარკვეული მიზეზების გამო გამოტოვა კლასი/კლასები, ფსიქოსაგანმანათლებლო შეფასების დასკვნის საფუძველზე ამ პირს უფლება აქვს, ექსტერნატის გარეშე ჩაირიცხოს სკოლაში ზოგადი განათლების დაწყებით ან საბაზო საფეხურზე ასაკის შესაბამის კლასში ან არაუმეტეს 3 კლასით დაბალ კლასში. 18 წელს გადაცილებული სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე პირი სკოლაში ირიცხება ფსიქოსაგანმანათლებლო შეფასების დასკვნით განსაზღვრულ ზოგადი განათლების საბაზო საფეხურზე შესაბამის კლასში. 5 2 . სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე პირის მიერ საჯარო სკოლაში სწავლის გაგრძელების მიზნით მისი ამ კანონის მე-2 მუხლის „ჩ 7 .ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ რესურსსკოლაში ჩარიცხვა და ხელახალი შეფასება ხორციელდება ფსიქოსაგანმანათლებლო შეფასების დასკვნისა და ამ პირის მშობლის/კანონიერი წარმომადგენლის თანხმობის საფუძველზე.
6.ზოგადი განათლების დაწყებით საფეხურზე სწავლის დაწყების ასაკია 6 წელი, რომელიც პირს უსრულდება 15 სექტემბრის ჩათვლით. 6 1 . ზოგადი განათლების დაწყებით, საბაზო და საშუალო საფეხურებზე უცხოურ ენაზე (მათ შორის, ამ კანონის მე-4 მუხლის მე-4 და 4 1 პუნქტებით გათვალისწინებულ შემთხვევებში) განხორციელებული ზოგადსაგანმანათლებლო პროგრამა/პროგრამები შეიძლება ითვალისწინებდეს ზოგადი განათლების დაწყებითი, საბაზო და საშუალო საფეხურებისთვის ამ კანონის მე-2 მუხლის „ო“ ქვეპუნქტით განსაზღვრული სასწავლო წლებისგან განსხვავებულ წლებს იმ პირობით, რომ ზოგადი განათლების დაწყებით, საბაზო და საშუალო საფეხურებზე უცხოურ ენაზე (მათ შორის, ამ კანონის მე-4 მუხლის მე-4 და 4 1 პუნქტებით გათვალისწინებულ შემთხვევებში) განხორციელებული ზოგადსაგანმანათლებლო პროგრამის/პროგრამების სწავლების წლების ჯამური რაოდენობა 11-ზე ნაკლები ან 12-ზე მეტი არ იქნება.
7.( ამოღებულია - 21.07.2010, №3530 ) . საქართველოს 2007 წლის 28 მარტის კანონი №4530 - სსმ I, №15, 23.04.2007წ., მუხ.119 საქართველოს 2010 წლის 16 ივლისის კანონი №3442 - სსმ I, №44, 28.07.2010წ., მუხ.273 საქართველოს 2010 წლის 21 ივლისის კანონი №3530 - სსმ I, №47, 05.08.2010წ., მუხ.302 საქართველოს 2010 წლის 15 დეკემბრის კანონი №4042 - სსმ I, №76,27.12.2010წ., მუხ.491 საქართველოს 2011 წლის 9 მარტის კანონი №4321 – ვებგვერდი, 22.03.2011წ. საქართველოს 2014 წლის 4 აპრილის კანონი №2210 - ვებგვერდი, 14.04.2014წ. საქართველოს 2014 წლის 28 ნოემბრის კანონი №2822 - ვებგვერდი, 15.12.2014წ. საქართველოს 2016 წლის 16 დეკემბრის კანონი №102 - ვებგვერდი, 05.01.2017წ. საქართველოს 2018 წლის 5 ივლისის კანონი №3025 – ვებგვერდი, 11.07.2018წ. საქართველოს 2018 წლის 29 ივნისის კანონი №2753 – ვებგვერდი, 19.07.2018წ. საქართველოს 2018 წლის 20 სექტემბრის კანონი №3443 – ვებგვერდი, 09.10.2018წ. საქართველოს 2019 წლის 8 აპრილის კანონი №4495 – ვებგვერდი, 11.04.2019წ. საქართველოს 2021 წლის 16 მარტის კანონი №338 – ვებგვერდი, 18.03.2021წ. საქართველოს 2022 წლის 30 მარტის კანონი №1465 – ვებგვერდი, 06.04.2022წ. საქართველოს 2022 წლის 14 აპრილის კანონი №1513 – ვებგვერდი, 19.04.2022წ. საქართველოს 2023 წლის 3 მაისის კანონი №2854 – ვებგვერდი, 11.05.2023წ. საქართველოს 2023 წლის 15 ნოემბრის კანონი №3663 – ვებგვერდი, 05.12.2023წ. საქართველოს 2023 წლის 15 დეკემბრის კანონი №3959 – ვებგვერდი, 25.12.2023წ. საქართველოს 2025 წლის 24 ივნისის კანონი №690 – ვებგვერდი, 26.06.2025წ. საქართველოს 2026 წლის 4 თებერვლის კანონი №1353 - ვებგვერდი, 05.02.2026წ. მუხლი 6 1 . დისტანციური სწავლება 1. დისტანციური სწავლება ითვალისწინებს სასწავლო პროცესის დისტანციური/ელექტრონული ფორმით ან კომუნიკაციის სხვა საშუალებების გამოყენებით წარმართვას.
2.დისტანციური სწავლება ხორციელდება სინქრონული ან ასინქრონული კომუნიკაციის ფორმით. სინქრონული კომუნიკაცია გულისხმობს ისეთ ინტერაქციას, როდესაც ინფორმაციის გამგზავნსა და მიმღებს შორის კომუნიკაცია ერთსა და იმავე დროს ხორციელდება, ხოლო ასინქრონული კომუნიკაცია − ისეთ ინტერაქციას, როდესაც ინფორმაციის გამგზავნსა და მიმღებს შორის კომუნიკაცია ერთსა და იმავე დროს არ ხორციელდება.
3.დისტანციური სწავლების პროგრამა აგებულია ზოგადსაგანმანათლებლო პროგრამისათვის ან/და ეროვნული სასწავლო გეგმით გათვალისწინებული საგნისათვის/საგნობრივი ჯგუფისათვის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნების შესაბამისად.
4.საქართველოს ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში დისტანციური სწავლების დაშვებისა და დისტანციური სწავლების განხორციელების პერიოდის შესახებ გადაწყვეტილებას, აგრეთვე იმ ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების თაობაზე გადაწყვეტილებას, რომელმაც ზოგადი განათლების მისაწოდებლად დისტანციური სწავლება უნდა გამოიყენოს, იღებს მინისტრი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით.
5.საქართველოს ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში სასწავლო პროცესის დისტანციურად წარმართვისა და მიღებული შედეგების შეფასების წესსა და პირობებს ამტკიცებს მინისტრი. საქართველოს 2016 წლის 16 დეკემბრის კანონი №102 - ვებგვერდი, 05.01.2017წ. საქართველოს 2020 წლის 12 ივნისის კანონი №6286 – ვებგვერდი, 15.06.2020წ. საქართველოს 2021 წლის 16 მარტის კანონი №338 – ვებგვერდი, 18.03.2021წ.

