„ინვესტიციების სახელმწიფო მხარდაჭერის შესახებ“ საქართველოს კანონით
Статья 11. განსაკუთრებული მნიშვნელობის ინვესტიციის განხორციელების შემთხვევაში სამეწარმეო საქმიანობის სახელმწიფო კონტროლთან დაკავშირებული საკითხები
1. განსაკუთრებული მნიშვნელობის ინვესტიციის განხორციელების შემთხვევაში ინვესტორი უფლებამოსილია მისი საქმიანობის სახელმწიფო კონტროლის განხორციელების შესახებ აცნობოს საჯარო სამართლის იურიდიულ პირს – ინვესტიციების სააგენტოს. საჯარო სამართლის იურიდიული პირი – ინვესტიციების სააგენტო შეისწავლის და საქართველოს მთავრობას მიაწვდის ინფორმაციას სამეწარმეო საქმიანობის კონტროლის კანონის დარღვევით განხორციელების ან ინვესტიციის განხორციელების შემაფერხებელი სხვა გარემოებების შესახებ.
2. ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული უფლებამოსილების განსახორციელებლად საჯარო სამართლის იურიდიულ პირს – ინვესტიციების სააგენტოს უფლება აქვს, მაკონტროლებელი ორგანოებისგან გამოითხოვოს ინფორმაცია, გარდა კანონით პირდაპირ გათვალისწინებული საიდუმლო ინფორმაციისა. საქართველოს 2006 წლის 25 ივლისის კანონი №3526 - სსმ I, №32, 31.07.2006 წ., მუხ.247 საქართველოს 2017 წლის 17 მაისის კანონი №848 - ვებგვერდი, 02.06.2017წ. საქართველოს 2026 წლის 29 აპრილის კანონი №1547 - ვებგვერდი, 30.04.2026წ.
