„ინვესტიციების სახელმწიფო მხარდაჭერის შესახებ“ საქართველოს კანონით
Статья 12. განსაკუთრებული მნიშვნელობის ინვესტიციის სტატუსის მოქმედების ვადის ამოწურვა
1. განსაკუთრებული მნიშვნელობის ინვესტიციის სტატუსი მოქმედებს საქართველოს მთავრობის განკარგულებით განსაზღვრული ვადით.
2. განსაკუთრებული მნიშვნელობის ინვესტიციის სტატუსი უქმდება, თუ ინვესტორმა ვერ შეასრულა ამ კანონის შესაბამისად გაფორმებული ხელშეკრულების პირობები.
3. განსაკუთრებული მნიშვნელობის ინვესტიციის სტატუსის გაუქმება არ იწვევს უკვე გაცემული ლიცენზიებისა და ნებართვების (მათ შორის, წინასწარი ლიცენზიებისა და ნებართვების) გაუქმებას. ნებისმიერი ლიცენზია/ნებართვა ძალაშია, თუ იგი არ გაუქმდა საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.
4. ხელშეკრულების პირობების შესრულების შემთხვევაში ამ კანონის მე-10 მუხლით განსაზღვრული საგარანტიო თანხა დაუყოვნებლივ უბრუნდება ინვესტორს.
5. განსაკუთრებული მნიშვნელობის ინვესტიციის სტატუსის გაუქმების შემთხვევაში ამ კანონის მე-10 მუხლით განსაზღვრული საგარანტიო თანხა ირიცხება სახელმწიფო ბიუჯეტში. საქართველოს 2006 წლის 25 ივლისის კანონი №3526 - სსმ I, №32, 31.07.2006 წ., მუხ.247
