„ინვესტიციების სახელმწიფო მხარდაჭერის შესახებ“ საქართველოს კანონით
Статья 3. საჯარო სამართლის იურიდიული პირი – ინვესტიციების სააგენტო
1. ინვესტიციების სახელმწიფო მხარდაჭერას უზრუნველყოფს საქართველოს მთავრობა.
2. ინვესტიციების სახელმწიფო მხარდაჭერის სფეროში საქართველოს მთავრობის წარმომადგენელია საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირი – ინვესტიციების სააგენტო.
3. საჯარო სამართლის იურიდიულ პირს – ინვესტიციების სააგენტოს უფლება აქვს, იყოს ინვესტორის წარმომადგენელი ადმინისტრაციულ ორგანოებსა და სხვა პირებთან ურთიერთობებში. ამ მიზნით ინვესტორსა და საჯარო სამართლის იურიდიულ პირს – ინვესტიციების სააგენტოს შორის იდება ხელშეკრულება, რომელიც განსაზღვრავს წარმომადგენლობის ფარგლებს. ინვესტორსა და საჯარო სამართლის იურიდიულ პირს – ინვესტიციების სააგენტოს შორის დადებული ხელშეკრულებით საჯარო სამართლის იურიდიული პირი – ინვესტიციების სააგენტო ეხმარება ინვესტორს საინვესტიციო საქმიანობისთვის საჭირო ყველა ლიცენზიის ან/და ნებართვის აღებაში ან სხვა წარმომადგენლობითი უფლებამოსილების განხორციელებაში. საჯარო სამართლის იურიდიულ პირს – ინვესტიციების სააგენტოს უფლება აქვს, აღნიშნული საქმიანობა საქართველოს მთავრობის მიერ განსაზღვრულ შემთხვევებში ანაზღაურების სანაცვლოდ განახორციელოს. მომსახურების საფასურის გადახდისგან თავისუფლდება ინვესტორის წარმომადგენლობა განსაკუთრებული მნიშვნელობის ინვესტიციის განხორციელებასთან დაკავშირებით. მომსახურების საფასურის ოდენობას განსაზღვრავს საქართველოს მთავრობა.
4. საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ინვესტიციების სააგენტოს ამ მუხლით გათვალისწინებული წარმომადგენლობითი უფლებამოსილება არ ზღუდავს ინვესტორს, ადმინისტრაციულ ორგანოებთან ურთიერთობა უშუალოდ ან სხვა წარმომადგენლის მეშვეობით განახორციელოს. საქართველოს 2006 წლის 25 ივლის ის კანონი № 3526 - სსმ I, № 32 , 31 .
07 . 200 6 წ., მუხ. 247 საქართველოს 2011 წლის 22 მარტის კანონი №4469-ვებგვერდი, 01.04.2011წ. საქართველოს 2012 წლის 5 ივლისის კანონი №6627 - ვებგვერდი, 09.07.2012წ. საქართველოს 2017 წლის 17 მაისის კანონი №848 - ვებგვერდი, 02.06.2017წ. საქართველოს 2026 წლის 29 აპრილის კანონი №1547 - ვებგვერდი, 30.04.2026წ.
