1.საბაჟო საწყობში საქონლის შენახვის საბაჟო რეჟიმი საშუალებას იძლევა, საბაჟო საწყობში შენახვის მიზნით მოთავსდეს: ა) უცხოური იმპორტის გადასახდელების (გარდა საბაჟო მოსაკრებლებისა) გადახდისა და განხორციელების (გარდა წარსადგენი, „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული ლიცენზიებისა და ნებართვებისა, რომელთა ნუსხა განისაზღვრება საქართველოს მთავრობის დადგენილებით) გარეშე; ბ) საქართველოს საქონელი, თუ საბაჟო საწყობში მისი შენახვის მიზანია მისი საქართველოს საბაჟო ტერიტორიის გარეთ გატანა.





