Статья 153. საქონლის წარდგენა და დეკლარირება
1. თავისუფალ ზონაში ან თავისუფალ საწყობში შესატან საქონელზე საბაჟო ორგანოს წარედგინება მხოლოდ გამარტივებული საბაჟო დეკლარაცია, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი.
2. თავისუფალ ზონაში ან თავისუფალ საწყობში შესატანი საქონელი ექვემდებარება წარდგენას და საბაჟო პროცედურების განხორციელებას, თუ: ა) იგი მოქცეული იყო საბაჟო რეჟიმში, რომელიც დასრულდა თავისუფალ ზონაში ან თავისუფალ საწყობში საქონლის შეტანით. ამასთანავე, საქონლის წარდგენა არ არის სავალდებულო, თუ საბაჟო რეჟიმის მარეგულირებელი საქართველოს საბაჟო კანონმდებლობით გათვალისწინებულია საქონლის საბაჟო ორგანოში წარდგენის ვალდებულებისაგან გათავისუფლება; ბ) იგი მოთავსებულ იქნა თავისუფალ ზონაში ან თავისუფალ საწყობში იმპორტის გადასახდელების დაბრუნების ან მათი გადახდისაგან გათავისუფლების შესახებ მიღებული გადაწყვეტილების საფუძველზე; გ) მის მიმართ გამოიყენება ექსპორტის საბაჟო რეჟიმში მსგავსი საქონლის მოქცევისას გათვალისწინებული ღონისძიებები.
3. საბაჟო ორგანო უფლებამოსილია მოითხოვოს, აცნობონ იმ საქონლის შესახებ, რომელიც ექვემდებარება ექსპორტის გადასახდელების გადახდას ან რომლის მიმართაც საქონლის ექსპორტის საბაჟო რეჟიმის შემთხვევაში ტარდება სავაჭრო პოლიტიკის ღონისძიებები.
4. (ამოღებულია). საქართველოს 2008 წლის 14 მარტის კანონი №5916 - სსმ I, №7, 26.03.2008წ., მუხ.36 მუხლი 154. თავისუფალ ზონაში ან თავისუფალ საწყობში საქონლის შენახვის ვადები საქონელი თავისუფალ ზონაში ან თავისუფალ საწყობში შენახვას ექვემდებარება ამ კოდექსის 150-ე მუხლით განსაზღვრული ვადით. საქართველოს 2008 წლის 14 მარტის კანონი №5916 - სსმ I, №7, 26.03.2008წ., მუხ.36 მუხლი 155. თავისუფალ ზონასა და თავისუფალ საწყობში ნებადართული საქმიანობა 1. თავისუფალ ზონაში დასაშვებია ნებისმიერი საქონლის შეტანა/გამოტანა (მათ შორის, ნებისმიერი საბაჟო დამუშავების ოპერაციის განსაზღვრა), შენახვა, გადამუშავება, მიწოდება ან/და მომსახურების გაწევა, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.
