Статья 151. თავისუფალ ზონასა და თავისუფალ საწყობში საბაჟო კონტროლის განხორციელება
1. თავისუფალი ზონისა და თავისუფალი საწყობის შესასვლელებსა და გამოსასვლელებზე, თავისუფალი ზონისა და თავისუფალი საწყობის საზღვრებზე (პერიმეტრის ზღუდეზე) კონტროლს ახორციელებს საბაჟო ორგანო.
2. საბაჟო ორგანო უფლებამოსილია: ა) განახორციელოს კონტროლი თავისუფალი ზონის ან თავისუფალი საწყობის პერიმეტრზე პირის, საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალების გადაადგილებაზე; ბ) მოითხოვოს და მიიღოს თავისუფალ ზონაში ან თავისუფალ საწყობში არსებული საქონლის დოკუმენტების ასლები; გ) ნებისმიერ დროს დაათვალიეროს თავისუფალ საწყობში, აგრეთვე საფუძვლიანი ეჭვის არსებობისას თავისუფალ ზონაში შენახული საქონელი. საქართველოს 2008 წლის 14 მარტის კანონი №5916 - სსმ I, №7, 26.03.2008წ., მუხ.36 მუხლი 152. თავისუფალი საწყობის მფლობელის ვალდებულებები 1. თავისუფალი საწყობის მფლობელი ვალდებულია: ა) უზრუნველყოს საქონლის დაცვა და ხელი შეუწყოს საბაჟო კონტროლის განხორციელებას, რისთვისაც საბაჟო ორგანოს მოთხოვნის შესაბამისად თავისუფალ საწყობში უსასყიდლოდ უნდა გამოუყოს საბაჟო კონტროლისა და საბაჟო პროცედურებისათვის აუცილებელი სათავსი, მოწყობილობები და კავშირგაბმულობის საშუალებები; ბ) გადაიხადოს საბაჟო გადასახდელები ამ მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევებში.
2. საბაჟო ორგანოსთან შეუთანხმებლად თავისუფალი საწყობიდან საქონლის გატანის ან საქონლის დაკარგვის ანდა საქონლის სასაქონლო სახის იმდენად დაკარგვის შემთხვევაში, რომ თავისუფალი საწყობიდან გატანისას საქონელი ვერ იდენტიფიცირდება თავისუფალ საწყობში შეტანისას საქონლისთვის მინიჭებული საგარეო-ეკონომიკური საქმიანობის ეროვნული სასაქონლო ნომენკლატურის სასაქონლო კოდით, საბაჟო გადასახდელების გადახდის ვალდებულება ეკისრება თავისუფალი საწყობის მფლობელს, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც საქონლის განადგურება ან დანაკლისი ანდა სასაქონლო სახის ცვლილება გამოწვეულია ამ კოდექსის 233-ე მუხლის მე-6 ნაწილით გათვალისწინებული მიზეზით. საქართველოს 2008 წლის 14 მარტის კანონი №5916 - სსმ I, №7, 26.03.2008წ., მუხ.36 საქართველოს 2009 წლის 17 ივლისის კანონი №1529 - სსმ I, №19, 24.07.2009წ., მუხ.87
Похожее по всему законодательству
Ближайшее по смыслу — в том числе в других законах
საქართველოს საბაჟო კოდექსი
