Статья 178. საგარანტიო თანხის ოდენობის განსაზღვრა
1. თუ გარანტიის წარდგენა სავალდებულოა, საქართველოს საბაჟო კანონმდებლობისა და საქონლის ტრანზიტით გადაადგილებასთან დაკავშირებით დადგენილი მოთხოვნების შესაბამისად, საბაჟო ორგანო განსაზღვრავს საგარანტიო თანხის ოდენობას, რომელიც ეკვივალენტურია: ა) ერთი ან რამდენიმე საბაჟო ვალდებულებისაგან წარმოშობილი გადასახდელი თანხისა, თუ აღნიშნული თანხის განსაზღვრა შესაძლებელია გარანტიის წარდგენის მოთხოვნის მომენტში; ბ) საქართველოს ფინანსთა მინისტრის ბრძანებით განსაზღვრული საგარანტიო თანხის ოდენობისა.
2. თუ საერთო გარანტია წარდგენილია ისეთ წარმოშობილი ან წარმოსაშობი საბაჟო ვალდებულების შესრულებაზე, რომლის სიდიდეც დროთა განმავლობაში იცვლება, საერთო გარანტიის თანხა განისაზღვრება იმ ოდენობით, რომელიც ნებისმიერ მომენტში უზრუნველყოფს საბაჟო გადასახდელების დაფარვას.
3. ამ კოდექსის 176-ე მუხლის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისას საბაჟო ორგანო განსაზღვრავს საგარანტიო თანხის ოდენობას, რომელიც არ უნდა აღემატებებოდეს ამ მუხლის პირველი ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით დადგენილ ოდენობებს.
