1.საბაჟო ორგანოს წარედგინება შემდეგი სახის გარანტიები: ა) საბანკო გარანტია; ბ) ფინანსური რისკის დაზღვევის პოლისი; გ) დეპოზიტი სახელმწიფო ხაზინაში.
2.ვალდებული პირი უფლებამოსილია საბაჟო ვალდებულება შეასრულოს ამ მუხლის პირველ ნაწილში აღნიშნული ნებისმიერი საშუალებით.
3.საჭიროების შემთხვევაში გარანტიის სხვა სახეს ადგენს საქართველოს ფინანსთა მინისტრი შესაბამისი ბრძანებით.





