Статья 180. საბანკო გარანტია
Редакция №15 Сверено с действующей редакцией · 7 дек. 2010 г.
1. საბაჟო ორგანოსათვის წარსადგენი საბანკო გარანტიის გამცემი ბანკების ნუსხას, ერთი საბანკო გარანტიისა და ერთი ბანკის მიერ გასაცემი საბანკო გარანტიის მაქსიმალურ ოდენობას განსაზღვრავს საქართველოს ეროვნული ბანკი საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან შეთანხმებით.
2. საბანკო გარანტიით უზრუნველყოფილი საბაჟო გადასახდელების გადაუხდელობის შემთხვევაში საბაჟო ორგანოს მოთხოვნისთანავე შესაბამის თანხას გარანტორი ჩარიცხავს საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტში.
Похожее по всему законодательству
Ближайшее по смыслу — в том числе в других законах
საქართველოს საბაჟო კოდექსი
