Статья 208. საბაჟო ვალდებულების შესრულების ვადის შეცვლის გამომრიცხველი გარემოებები
1. საბაჟო ვალდებულების შესრულების ვადა არ შეიძლება შეიცვალოს, თუ: ა) იგი არ არის წარმოშობილი რეგისტრირებული საბაჟო დეკლარაციის საფუძველზე; ბ) თუ დეკლარანტს აქვს შეუსრულებელი საგადასახადო ან/და საბაჟო დავალიანება; გ) თუ წარდგენილი გარანტიის მოქმედების ვადა ან საგარანტიო თანხა ვერ უზრუნველყოფს საბაჟო ვალდებულების შესრულებას; დ) ვალდებული პირის წინააღმდეგ აღძრულია სისხლის სამართლის საქმე საქართველოს საგადასახადო ან/და საბაჟო კანონმდებლობის დარღვევის გამო; ე) მიმდინარეობს საგადასახადო სამართალდარღვევის, საბაჟო სამართალდარღვევის ან ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმის წარმოება ვალდებული პირის მიერ საგადასახადო ან/და საბაჟო კანონმდებლობის დარღვევის გამო.
2. ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული გარემოებების აღმოჩენისას საბაჟო ვალდებულებების შესრულების ვადის შეცვლასთან დაკავშირებით ნებისმიერი გადაწყვეტილება ითვლება ბათილად, ხოლო ამ გადაწყვეტილების შესასრულებლად დადებული ნებისმიერი ხელშეკრულება – ბათილ გარიგებად.
3. გადაწყვეტილების მიმღები უფლებამოსილი პირი ვალდებულია ამ მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად გადაწყვეტილების ბათილად ცნობის დღიდან 3 დღეში წერილობითი შეტყობინება გაუგზავნოს ვალდებულ პირს და შესაბამის საბაჟო ორგანოს.
Похожее по всему законодательству
Ближайшее по смыслу — в том числе в других законах
საქართველოს საბაჟო კოდექსი
