1.საბაჟო ვალდებულების შესრულების ვადის შეცვლად ითვლება საბაჟო გადასახდელის ან მისი ნაწილის გადახდისათვის დადგენილი ვადის გაგრძელება გარკვეული დროით.
2.რეგისტრირებული საბაჟო დეკლარაციის საფუძველზე წარმოშობილი საბაჟო ვალდებულების შესრულების ვადა შეიძლება შეიცვალოს გადასახდელის მთლიანი თანხის ან მისი ნაწილის მიმართ საქართველოს საგადასახადო კოდექსის 129-ე მუხლით გათვალისწინებული საურავის დარიცხვით, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი.
