Статья 62. საქონლის საბაჟო დამუშავების ოპერაციის სახის განსაზღვრა
Редакция №15 Сверено с действующей редакцией · 7 дек. 2010 г.
1. საქონლის სახეობის, რაოდენობის, მისი წარმოშობის, გამგზავნი და მიმღები ქვეყნების მიუხედავად, საქონლის საბაჟო დამუშავების ოპერაციის სახე შეიძლება განისაზღვროს საბაჟო პროცედურების განხორციელების ნებისმიერ დროს ამ კოდექსით დადგენილი პირობების შესაბამისად, თუ საქართველოს საბაჟო კანონმდებლობით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.
2. საქონლის საბაჟო დამუშავების ოპერაციის სახის განსაზღვრისათვის საბაჟო პროცედურების განხორციელების წესები დგინდება საქართველოს ფინანსთა მინისტრის ბრძანებით.
