Ближайшее по смыслу — в том числе в других законах
Всегда актуальная правовая база
2.საბაჟო დეკლარირება – მოქმედება, რომლითაც პირი საქართველოს საბაჟო კანონმდებლობით დადგენილი ფორმისა და წესის შესაბამისად აცხადებს საქონლის მიმართ საბაჟო დამუშავების ოპერაციის გამოყენების განზრახვას.
3.საბაჟო დეკლარაცია – დოკუმენტი, რომლითაც პირი საქართველოს საბაჟო კანონმდებლობით დადგენილი ფორმისა და საშუალების შესაბამისად აცხადებს საქონლის მიმართ საბაჟო რეჟიმის გამოყენების განზრახვას.
4.პირი, რეზიდენტი, არარეზიდენტი, საწარმო, ორგანიზაცია, მეწარმე ფიზიკური პირი, საქართველოს საწარმო/ორგანიზაცია, უცხოური საწარმო/ორგანიზაცია, საბიუჯეტო ორგანიზაცია, ურთიერთდამოკიდებული პირები, ნათესავი, დაქირავებული პირი, პირის ოჯახი, კომპენსაცია – თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, განისაზღვრება საქართველოს საგადასახადო კოდექსის მიხედვით.
5.სავაჭრო პოლიტიკის ღონისძიებები – საქონლის საქართველოში შემოტანისა და საქართველოდან გატანის მარეგულირებელი აქტების საფუძველზე მოქმედი სატარიფო და არასატარიფო ღონისძიებები.
6.სატარიფო ღონისძიებები – განისაზღვრება საქართველოს საგადასახადო კოდექსით გათვალისწინებული საბაჟო გადასახადით.
7.არასატარიფო ღონისძიებები – საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული საზედამხედველო ან დაცვითი ღონისძიებები, საქონლის საქართველოში შემოტანასა და საქართველოდან გატანაზე დაწესებული აკრძალვები ან/და შეზღუდვები.
8.საბაჟო გადასახდელებია: ა) იმპორტის გადასახდელი – საბაჟო მოსაკრებელი, საბაჟო გადასახადი, აქციზი ან/და დამატებული ღირებულების გადასახადი, რომლის გადახდის ვალდებულება წარმოიშობა საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის შემოტანასთან დაკავშირებით; ბ) ექსპორტის გადასახდელი – საბაჟო მოსაკრებელი ან/და გადასახადი, რომლის გადახდის ვალდებულება წარმოიშობა საქართველოს საბაჟო ტერიტორიიდან საქონლის გატანასთან დაკავშირებით.
9.საქონელი – საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე გადაადგილებული ნებისმიერი მატერიალური ქონება, მათ შორის, ფული, ფასიანი ქაღალდები, ელექტრო- და თბოენერგია, გაზი და წყალი.
10.იდენტური საქონელი – საქონელი, რომელიც შესაფასებელ საქონელთან შედარებით ყოველმხრივ, ფიზიკური მახასიათებლების, ხარისხისა და რეპუტაციის ჩათვლით, ერთნაირია, აგრეთვე აქვს ერთი და იგივე წარმოშობის ქვეყანა. უმნიშვნელო გარეგნული განსხვავებები არ უნდა უშლიდეს ხელს საქონლის იდენტურად მიჩნევას, თუ სხვა მაჩვენებლებით იგი შეესაბამება მოცემულ განსაზღვრებას.
11.მსგავსი საქონელი – საქონელი, რომელიც არ არის ზუსტად შესაფასებელი საქონელი და აქვს ერთი და იგივე წარმოშობის ქვეყანა, მსგავსი ფიზიკური მახასიათებლები და შემადგენელი მასალები, რომელთა საფუძველზედაც ამ საქონელს შეუძლია შეასრულოს იგივე ფუნქციები და იყოს კომერციული თვალსაზრისით ჩანაცვლებადი.
12.იმავე კლასის ან ტიპის საქონელი – საქონელი, რომელიც ძირითადი ფიზიკური მახასიათებლებით ერთგვაროვანია შესაფასებელ საქონელთან მიმართებით. იგი მაქსიმალურად მიახლოებული უნდა იყოს იმპორტირებული საქონლის მახასიათებლებთან და მიეკუთვნებოდეს შესაფასებელი საქონლის სახეობის ვიწრო ჯგუფს, რიგსა და ნომენკლატურას. ამასთანავე, იმავე კლასის ან ტიპის საქონლად შეიძლება ჩაითვალოს საქონელი, რომლის შემოტანა ხორციელდება როგორც შესაფასებელი საქონლის ქვეყნიდან, ისე სხვა ქვეყნებიდან.
13.საქონლის მფლობელი – პირი, რომელიც საქონლის შემდგომი გადაზიდვის ან/და სხვა მოქმედების შესრულების მიზნით საქონელს ინახავს საწყობში ან სხვაგვარადაა პასუხისმგებელი საქონლის შენახვისათვის, აგრეთვე პირი, რომელიც საბაჟო ორგანოს ვერ დაუმტკიცებს, რომ მის სატრანსპორტო საშუალებაში, შენობა-ნაგებობაში ან სხვა ტერიტორიაზე მოთავსებული საქონელი მასთან მოხვდა მისი ნების საწინააღმდეგოდ.
14.საქონლის მესაკუთრე – პირი, რომელსაც საქონელზე აქვს საქართველოს სამოქალაქო კოდექსით განსაზღვრული საკუთრების უფლება.
15.მგზავრი – ფიზიკური პირი, რომელიც კანონიერად კვეთს საქართველოს საბაჟო საზღვარს, მიუხედავად საბაჟო საზღვრის გადაკვეთის მიზნებისა.
16.პირადი ნივთები – მგზავრობის დროს მგზავრის პირადი გამოყენებისა და მოხმარებისათვის განკუთვნილი საგნები, რომლებიც მგზავრის გადაყვანისას გადაიზიდება ბარგით ან/და ხელბარგით.
17.ხელბარგი – მგზავრების მიერ პირადად გადასატანი საგნები.
18.ბარგი – მგზავრებისაგან განცალკევებულად გადასაზიდი საგნები.
19.სატრანსპორტო საშუალება – საავტომობილო, საჰაერო, საზღვაო და სარკინიგზო სატრანსპორტო საშუალებები, აგრეთვე ელექტროგადამცემი ხაზები, მილსადენი, კონტეინერი, მისაბმელი, ნახევარმისაბმელი და ნებისმიერი სხვა საშუალება, რომლებიც გამოიყენება მგზავრთა გადაყვანისათვის ან/და საქონლის გადაზიდვისათვის.
20.საბაჟო მარშრუტი – საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საბაჟო ზედამხედველობას დაქვემდებარებული საქონლის გადაადგილებისათვის საქართველოს საბაჟო კანონმდებლობით განსაზღვრული მარშრუტი.
21.საბაჟო ორგანოში საქონლის წარდგენა – საბაჟო ორგანოში ან საბაჟო ორგანოს მიერ განსაზღვრულ ადგილზე საქონლის მიტანის შესახებ ინფორმაციის საბაჟო ორგანოსათვის მიწოდება.
22.საქონლის გაშვება – მოქმედება, რომლითაც საბაჟო ორგანო უზრუნველყოფს დეკლარანტის მიერ საქონლის განკარგვის ან/და საქონლით სარგებლობის შესაძლებლობას მის მიმართ გამოყენებული საბაჟო დამუშავების ოპერაციის პირობების შესაბამისად.
23.ლიცენზია, სალიცენზიო მოწმობა, ლიცენზიის მაძიებელი, ლიცენზიის გამცემი, ლიცენზიის მფლობელი, სალიცენზიო მოსაკრებელი, სალიცენზიო პირობები, ნებართვა, სანებართვო მოწმობა, ნებართვის მაძიებელი, ნებართვის გამცემი, ნებართვის მფლობელი, სანებართვო მოსაკრებელი, სანებართვო პირობები – თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, განისაზღვრება „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონის მიხედვით.
24.საბაჟო ორგანო – შემოსავლების სამსახური (ცენტრალური აპარატი), მისი ტერიტორიული ორგანო (რეგიონული ცენტრი) და საქართველოს ფინანსთა მინისტრის მიერ შექმნილი შემოსავლების სამსახურის სხვა სტრუქტურული ერთეული. 24 1 . (ამოღებულია).
25.საბაჟო გადაწყვეტილება – საბაჟო ორგანოს უფლებამოსილი პირის მიერ განხორციელებული ქმედება ან დოკუმენტი, რომელსაც საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად ახორციელებს ან გასცემს საბაჟო ორგანო ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში.
26.საბაჟო პროცედურები – საბაჟო ორგანოში საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალების წარდგენა და დათვალიერება; სათანადო დოკუმენტების არსებობის ან/და მათი უტყუარობის დადგენა; ზოგადი დეკლარირება; საბაჟო დეკლარირება; დეკლარირებული მონაცემების რეგისტრაცია; დეკლარირებული მონაცემების შემოწმება; დეკლარირებულ მონაცემებთან დაკავშირებული საბუღალტრო და სხვა დოკუმენტაციის შემოწმება; საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალების დათვალიერება; საბაჟო დამუშავების ოპერაციის პირობების შესრულების შემოწმება; საქონლის გაშვების შემდგომი საბაჟო შემოწმება; საბაჟო გადასახდელების გადახდა; მგზავრის პირადი ნივთების შემოწმება; აგრეთვე საბაჟო ორგანოების ან მათი უფლებამოსილი პირების ოფიციალური მოთხოვნა ან/და ქმედება, რომლის მიზანია საქართველოს საბაჟო კანონმდებლობის შესრულება.
27.საბაჟო ზედამხედველობა – საბაჟო ორგანოს მიერ გატარებულ ღონისძიებათა ერთობლიობა, რომელთა მიზანია საქონლის მიმართ საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი ვალდებულებების, შეზღუდვების, აკრძალვების, მოთხოვნების ან სხვა პირობების დაცვა.
28.საბაჟო კონტროლი – საქართველოს საბაჟო კანონმდებლობის შესრულების უზრუნველსაყოფად საბაჟო ორგანოს მიერ საბაჟო ზედამხედველობას დაქვემდებარებული საქონლის მიმართ ამ კოდექსით გათვალისწინებული საბაჟო პროცედურების განხორციელება.
29.საბაჟო დამუშავების ოპერაცია – საქონლის მიმართ საბაჟო რეჟიმის გამოყენება, საქონლის გადატანა თავისუფალ ზონაში ან თავისუფალ საწყობში, საქართველოს საბაჟო ტერიტორიიდან საქონლის რეექსპორტი, საქონლის განადგურება საბაჟო ზედამხედველობის ქვეშ ან საქონლის გადაცემა სახელმწიფო საკუთრებაში.
30.საბაჟო რეჟიმები: ა) საქონლის თავისუფალ მიმოქცევაში გაშვება (იმპორტი); ბ) საქონლის ტრანზიტი; გ) საბაჟო საწყობში საქონლის შენახვა; დ) საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის გადამუშავება; ე) საქონლის დროებითი შემოტანა; ვ) საბაჟო ტერიტორიის გარეთ საქონლის გადამუშავება; ზ) საქონლის ექსპორტი.
31.ვალდებული პირი – პირი, რომელსაც ეკისრება საბაჟო ვალდებულების შესრულება.
32.საბაჟო ვალდებულება – პირის ვალდებულება, გადაიხადოს საქართველოს საბაჟო კანონმდებლობით დადგენილი საბაჟო გადასახდელები, ჯარიმები ან/და საურავები.
33.საბაჟო დავალიანება – სხვაობა დეკლარანტის ჯამურ საბაჟო ვალდებულებასა და მის მიერ საქართველოს საბაჟო კანონმდებლობით დადგენილი ცალკეული საბაჟო ვალდებულების მიხედვით ზედმეტად გადახდილი თანხების ჯამს შორის.
34.საქონლის გადამუშავების ოპერაციები: ა) საქონლის დამუშავება, მათ შორის, მონტაჟი, აწყობა ან სხვა საქონელზე მორგება; ბ) საქონლის წარმოება; გ) საქონლის შეკეთება, მათ შორის, აღდგენა და მუშა მდგომარეობაში მოყვანა; დ) საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მიერ განსაზღვრული საქონლის გამოყენება, რომელიც ხელს უწყობს ან აადვილებს გადამუშავების პროდუქტის წარმოებას, მიუხედავად იმისა, რომ ეს საქონელი მთლიანად ან ნაწილობრივ იხარჯება გადამუშავების პროცესში.
35.გადაუმუშავებელი საქონელი – საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის გადამუშავების საბაჟო რეჟიმში ან საბაჟო ტერიტორიის გარეთ საქონლის გადამუშავების საბაჟო რეჟიმში მოქცეული საქონელი, რომელიც არ არის გადამუშავებული ამ რეჟიმში.
36.გადამუშავების პროდუქტი – საქონლის გადამუშავების შედეგად მიღებული ან წარმოებული პროდუქტი.
37.გამოსავლიანობის ნორმა – გადამუშავების პროდუქტის რაოდენობა, რომელიც მიღებულია განსაზღვრული რაოდენობის საქონლის გადამუშავების შედეგად.
38.ეკვივალენტური საქონელი – საქართველოს საქონელი, რომელიც საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის გადამუშავების საბაჟო რეჟიმში დეკლარირებული შემოსატანი საქონლის ნაცვლად გამოიყენება გადამუშავების პროდუქტის მისაღებად.
39.მთლიანად წარმოებული ან მიღებული საქონელი: ა) სასარგებლო წიაღისეული, მოპოვებული ამ ქვეყნის წიაღიდან, მისი ტერიტორიული წყლიდან ან ზღვის ფსკერიდან; ბ) მცენარეული წარმოშობის პროდუქცია, მოყვანილი ან შეგროვებული ამ ქვეყანაში; გ) ამ ქვეყანაში გაჩენილი და გაზრდილი ცხოველები; დ) ამ ქვეყანაში ბინადარი ცხოველებისაგან მიღებული პროდუქტები; ე) ამ ქვეყანაში ნადირობისა და თევზჭერის შედეგად მიღებული პროდუქცია; ვ) საზღვაო თევზჭერის შედეგად მიღებული და საზღვაო წარმოშობის სხვა პროდუქცია, რომელიც მოპოვებულია ამ ქვეყნის გემის საშუალებით; ზ) ამ ქვეყნის სარეწ გემზე მიღებული პროდუქცია, რომელიც წარმოებულია მხოლოდ ამ ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტში აღნიშნული პროდუქციისაგან; თ) პროდუქცია, რომელიც მიღებულია ამ ქვეყნის ფარგლებს გარეთ მდებარე ზღვის ფსკერიდან ან ზღვის ფსკერის წიაღიდან, მხოლოდ იმ პირობით, რომ ქვეყანას აქვს ზღვის ფსკერის ან წიაღის ამ მონაკვეთის დამუშავების საგანგებო უფლებები; ი) საწარმოო ოპერაციების შედეგად მიღებული ნარჩენები, ჯართი და ნახმარი ნაკეთობები, რომლებიც შეგროვდა საქართველოში და გამოიყენება მხოლოდ ნედლეულად გადამუშავებისათვის; კ) საქონელი, რომელიც წარმოებულია ამ ქვეყანაში, ამ ნაწილის „ა“–„ი“ ქვეპუნქტებში აღნიშნული პროდუქციისაგან. საქართველოს 2006 წლის 29 დეკემბრის კანონი №4247 – სსმ I, №50, 30.12.2006 წ., მუხ.398 საქართველოს 2006 წლის 29 დეკემბრის კანონი №4256 - სსმ I, №51, 31.12.2006წ., მუხ. 450 საქართველოს 2008 წლის 26 დეკემბრის კანონი №872 - სსმ I, №41, 30.12. 2008წ., მუხ.307 საქართველოს 2010 წლის 23 თებერვლის კანონი №2668 - სსმ I, №7, 09.03.2010წ., მუხ.27 თავი II საბაჟო პროცედურების განმახორციელებელ პირთა უფლებები და მოვალეობები
1. დეკლარანტი – პირი, რომელიც საბაჟო დეკლარირებას ახორციელებს თავისი სახელით ან რომლის სახელითაც ხორციელდება საბაჟო დეკლარირება. 2. საბაჟო დეკლარირება – მოქმედება, რომლითაც პირი საქართველოს საბაჟო კანონმდებლობით დადგენილი ფორმისა და წესის შესაბამისად აცხადებს საქონლის მიმართ საბაჟო დამუშავების ოპერაციის გამოყენების განზრახვას. 3. საბაჟო დეკლარაცია – დოკუმენტი, რომლითაც პირი საქართველოს საბაჟო კანონმდებლობით დადგენილი ფორმისა და საშუალების შესაბამისად აცხადებს საქონლის მიმართ საბაჟო რეჟიმის გამოყენების განზრახვას. 4. პირი, რეზიდენტი, არარეზიდენტი, საწარმო, ორგანიზაცია, მეწარმე ფიზიკური პირი, საქართველოს საწარმო/ორგანიზაცია, უცხოური საწარმო/ორგანიზაცია, საბიუჯეტო ორგანიზაცია, ურთიერთდამოკიდებული პირები, ნათესავი, დაქირავებული პირი, პირის ოჯახი, კომპენსაცია – თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, განისაზღვრება საქართველოს საგადასახადო კოდექსის მიხედვით. 5. სავაჭრო პოლიტიკის ღონისძიებები – საქონლის საქართველოში შემოტანისა და საქართველოდან გატანის მარეგულირებელი აქტების საფუძველზე მოქმედი სატარიფო და არასატარიფო ღონისძიებები. 6. სატარიფო ღონისძიებები – განისაზღვრება საქართველოს საგადასახადო კოდექსით გათვალისწინებული საბაჟო გადასახადით. 7. არასატარიფო ღონისძიებები – საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული საზედამხედველო ან დაცვითი ღონისძიებები, საქონლის საქართველოში შემოტანასა და საქართველოდან გატანაზე დაწესებული აკრძალვები ან/და შეზღუდვები. 8. საბაჟო გადასახდელებია: ა) იმპორტის გადასახდელი – საბაჟო მოსაკრებელი, საბაჟო გადასახადი, აქციზი ან/და დამატებული ღირებულების გადასახადი, რომლის გადახდის ვალდებულება წარმოიშობა საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის შემოტანასთან დაკავშირებით; ბ) ექსპორტის გადასახდელი – საბაჟო მოსაკრებელი ან/და გადასახადი, რომლის გადახდის ვალდებულება წარმოიშობა საქართველოს საბაჟო ტერიტორიიდან საქონლის გატანასთან დაკავშირებით. 9. საქონელი – საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე გადაადგილებული ნებისმიერი მატერიალური ქონება, მათ შორის, ფული, ფასიანი ქაღალდები, ელექტრო- და თბოენერგია, გაზი და წყალი. 10. იდენტური საქონელი – საქონელი, რომელიც შესაფასებელ საქონელთან შედარებით ყოველმხრივ, ფიზიკური მახასიათებლების, ხარისხისა და რეპუტაციის (სავაჭრო ნიშნის) ჩათვლით, ერთნაირია, აგრეთვე აქვს ერთი და იგივე წარმოშობის ქვეყანა.ქვეყანა და მწარმოებელი პირი (ან სხვადასხვა მწარმოებელი პირი, თუ არ მოიპოვება მონაცემები შესაფასებელი საქონლის მწარმოებელი პირის მიერ წარმოებულ იდენტურ საქონელზე). უმნიშვნელო გარეგნული განსხვავებები არ უნდა უშლიდეს ხელს საქონლის იდენტურად მიჩნევას, თუ სხვა მაჩვენებლებით იგი შეესაბამება მოცემულ განსაზღვრებას. იდენტურ საქონლად არ ჩაითვლება ისეთი საქონელი, რომლის ინჟინერია, დამუშავება, მხატვრული დიზაინი, ნახაზები და ესკიზები დამზადებულია საქართველოში. 11. მსგავსი საქონელი – საქონელი, რომელიც არ არის ზუსტად შესაფასებელი საქონელი და აქვს ერთი და იგივე წარმოშობის ქვეყანა,ქვეყანა და მწარმოებელი პირი (ან სხვადასხვა მწარმოებელი პირი, თუ არ მოიპოვება მონაცემები შესაფასებელი საქონლის მწარმოებელი პირის მიერ წარმოებულ იდენტურ საქონელზე), მსგავსი ფიზიკური მახასიათებლები და შემადგენელი მასალები, რომელთა საფუძველზედაც ამ საქონელს შეუძლია შეასრულოს იგივე ფუნქციები და იყოს კომერციული თვალსაზრისით ჩანაცვლებადი. მსგავს საქონლად არ მიიჩნევა ისეთი საქონელი, რომლის ინჟინერია, დამუშავება, მხატვრული დიზაინი, ნახაზები და ესკიზები დამზადებულია საქართველოში. 12. იმავე კლასის ან ტიპის საქონელი – საქონელი, რომელიც ძირითადი ფიზიკური მახასიათებლებით ერთგვაროვანია შესაფასებელ საქონელთან მიმართებით. იგი მაქსიმალურად მიახლოებული უნდა იყოს იმპორტირებული საქონლის მახასიათებლებთან და მიეკუთვნებოდეს შესაფასებელი საქონლის სახეობის ვიწრო ჯგუფს, რიგსა და ნომენკლატურას. ამასთანავე, იმავე კლასის ან ტიპის საქონლად შეიძლება ჩაითვალოს საქონელი, რომლის შემოტანა ხორციელდება როგორც შესაფასებელი საქონლის ქვეყნიდან, ისე სხვა ქვეყნებიდან. 13. საქონლის მფლობელი – პირი, რომელიც საქონლის შემდგომი გადაზიდვის ან/და სხვა მოქმედების შესრულების მიზნით საქონელს ინახავს საწყობში ან სხვაგვარადაა პასუხისმგებელი საქონლის შენახვისათვის, აგრეთვე პირი, რომელიც საბაჟო ორგანოს ვერ დაუმტკიცებს, რომ მის სატრანსპორტო საშუალებაში, შენობა-ნაგებობაში ან სხვა ტერიტორიაზე მოთავსებული საქონელი მასთან მოხვდა მისი ნების საწინააღმდეგოდ. 14. საქონლის მესაკუთრე – პირი, რომელსაც საქონელზე აქვს საქართველოს სამოქალაქო კოდექსით განსაზღვრული საკუთრების უფლება. 15. მგზავრი – ფიზიკური პირი, რომელიც კანონიერად კვეთს საქართველოს საბაჟო საზღვარს, მიუხედავად საბაჟო საზღვრის გადაკვეთის მიზნებისა. 16. პირადი ნივთები – მგზავრობის დროს მგზავრის პირადი გამოყენებისა და მოხმარებისათვის განკუთვნილი საგნები, რომლებიც მგზავრის გადაყვანისას გადაიზიდება ბარგით ან/და ხელბარგით. 17. ხელბარგი – მგზავრების მიერ პირადად გადასატანი საგნები. 18. ბარგი – მგზავრებისაგან განცალკევებულად გადასაზიდი საგნები. 19. სატრანსპორტო საშუალება – საავტომობილო, საჰაერო, საზღვაო და სარკინიგზო სატრანსპორტო საშუალებები, აგრეთვე ელექტროგადამცემი ხაზები, მილსადენი, კონტეინერი, მისაბმელი, ნახევარმისაბმელი და ნებისმიერი სხვა საშუალება, რომლებიც გამოიყენება მგზავრთა გადაყვანისათვის ან/და საქონლის გადაზიდვისათვის. 20. საბაჟო მარშრუტი – საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საბაჟო ზედამხედველობას დაქვემდებარებული საქონლის გადაადგილებისათვის საქართველოს საბაჟო კანონმდებლობით განსაზღვრული მარშრუტი. 21. საბაჟო ორგანოში საქონლის წარდგენა – საბაჟო ორგანოში ან საბაჟო ორგანოს მიერ განსაზღვრულ ადგილზე საქონლის მიტანის შესახებ ინფორმაციის საბაჟო ორგანოსათვის მიწოდება. 22. საქონლის გაშვება – მოქმედება, რომლითაც საბაჟო ორგანო უზრუნველყოფს დეკლარანტის მიერ საქონლის განკარგვის ან/და საქონლით სარგებლობის შესაძლებლობას მის მიმართ გამოყენებული საბაჟო დამუშავების ოპერაციის პირობების შესაბამისად. 23. ლიცენზია, სალიცენზიო მოწმობა, ლიცენზიის მაძიებელი, ლიცენზიის გამცემი, ლიცენზიის მფლობელი, სალიცენზიო მოსაკრებელი, სალიცენზიო პირობები, ნებართვა, სანებართვო მოწმობა, ნებართვის მაძიებელი, ნებართვის გამცემი, ნებართვის მფლობელი, სანებართვო მოსაკრებელი, სანებართვო პირობები – თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, განისაზღვრება „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონის მიხედვით. 24. საბაჟო ორგანო – საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური, მისი სტრუქტურული ერთეული, ტერიტორიული ორგანო, ტერი-ტორიული ორგანოს სტრუქტურული ერთეული ან სხვა ქვედანაყოფი, რომლის ფუნქციაა საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის შემოტანასა და საქართველოს საბაჟო ტერიტორიიდან საქონლის გატანასთან დაკავშირებული პროცედურების, საბაჟო ზედამხედველობისა და საბაჟო კონტროლის განხორციელება. ამასთანავე, აღნიშნული ორგანოების რეორგანიზაციის ან ლიკვიდაციის შემთხვევაში საბაჟო ორგანოდ აგრეთვე ჩაითვლება რეორგანიზაციის ან ლიკვიდაციის შედეგად შექმნილი ნებისმიერი დაწესებულება, ამ დაწესებულების ტერიტორიული ორგანო ან სხვა ქვედანაყოფი, რომელსაც შეიძლება მიენიჭოს უფლებამოსილება, შეასრულოს საბაჟო ორგანოს ფუნქციები. 24 1 . შემოსავლების სამსახური – საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური ან შემოსავლების სამსახურის რეორგანიზაციის ან ლიკვიდაციის შემთხვევაში ამის შედეგად შექმნილი ნებისმიერი დაწესებულება, რომელსაც მიენიჭება უფლებამოსილება, შეასრულოს შემოსავლების სამსახურის ამ კოდექსით გათვალისწინებული ფუნქციები. 25. საბაჟო გადაწყვეტილება – საბაჟო ორგანოს უფლებამოსილი პირის მიერ განხორციელებული ქმედება ან დოკუმენტი, რომელსაც საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად ახორციელებს ან გასცემს საბაჟო ორგანო ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში. 26. საბაჟო პროცედურები – საბაჟო ორგანოში საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალების წარდგენა და დათვალიერება;დათვალიერება, სათანადო დოკუმენტების არსებობის ან/და მათი უტყუარობის დადგენა;დადგენა, ზოგადი დეკლარირება;დეკლარირება, საბაჟო დეკლარირება; დეკლარირებული მონაცემების რეგისტრაცია; დეკლარირებული მონაცემების შემოწმება;დეკლარაციის დეკლარირებულწარდგენა მონაცემებთანდა დაკავშირებულირეგისტრაცია, საბუღალტრო და სხვა დოკუმენტაციის შემოწმება; საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალების დათვალიერება;შემოწმება, საბაჟო დამუშავების ოპერაციის პირობების შესრულების შემოწმება; საქონლის გაშვების შემდგომიგადასახდელების საბაჟოგადახდა, შემოწმება;საქონლის, საბაჟოსატრანსპორტო გადასახდელებისსაშუალებისა გადახდა;და მგზავრის პირადი ნივთების შემოწმება;შემოწმება, აგრეთვე საბაჟო ორგანოების ან მათი უფლებამოსილი პირების ოფიციალური მოთხოვნა ან/და ქმედება, რომლის მიზანია საქართველოს საბაჟო კანონმდებლობის შესრულება. 27. საბაჟო ზედამხედველობა – საბაჟო ორგანოს მიერ გატარებულ ღონისძიებათა ერთობლიობა, რომელთა მიზანია საქონლის მიმართ საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი ვალდებულებების, შეზღუდვების, აკრძალვების, მოთხოვნების ან სხვა პირობების დაცვა. 28. საბაჟო კონტროლი – საქართველოს საბაჟო კანონმდებლობის შესრულების უზრუნველსაყოფად საბაჟო ორგანოს მიერ საბაჟო ზედამხედველობას დაქვემდებარებული საქონლის მიმართ ამ კოდექსით გათვალისწინებული საბაჟო პროცედურების განხორციელება. 29. საბაჟო დამუშავების ოპერაცია – საქონლის მიმართ საბაჟო რეჟიმის გამოყენება, საქონლის გადატანა თავისუფალ ზონაში ან თავისუფალ საწყობში, საქართველოს საბაჟო ტერიტორიიდან საქონლის რეექსპორტი, საქონლის განადგურება საბაჟო ზედამხედველობის ქვეშ ან საქონლის გადაცემა სახელმწიფო საკუთრებაში. 30. საბაჟო რეჟიმები: ა) საქონლის თავისუფალ მიმოქცევაში გაშვება (იმპორტი); ბ) საქონლის ტრანზიტი; გ) საბაჟო საწყობში საქონლის შენახვა; დ) საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის გადამუშავება; ე) საქონლის დროებითი შემოტანა; ვ) საბაჟო ტერიტორიის გარეთ საქონლის გადამუშავება; ზ) საქონლის ექსპორტი. 31. ვალდებული პირი – პირი, რომელსაც ეკისრება საბაჟო ვალდებულების შესრულება. 32. საბაჟო ვალდებულება – პირის ვალდებულება, გადაიხადოს საქართველოს საბაჟო კანონმდებლობით დადგენილი საბაჟო გადასახდელები, ჯარიმები ან/და საურავები. 33. საბაჟო დავალიანება – სხვაობა დეკლარანტის ჯამურ საბაჟო ვალდებულებასა და მის მიერ საქართველოს საბაჟო კანონმდებლობით დადგენილი ცალკეული საბაჟო ვალდებულების მიხედვით ზედმეტად გადახდილი თანხების ჯამს შორის. 34. საქონლის გადამუშავების ოპერაციები: ა) საქონლის დამუშავება, მათ შორის, მონტაჟი, აწყობა ან სხვა საქონელზე მორგება; ბ) საქონლის წარმოება; გ) საქონლის შეკეთება, მათ შორის, აღდგენა და მუშა მდგომარეობაში მოყვანა; დ) საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მიერ განსაზღვრული საქონლის გამოყენება, რომელიც ხელს უწყობს ან აადვილებს გადამუშავების პროდუქტის წარმოებას, მიუხედავად იმისა, რომ ეს საქონელი მთლიანად ან ნაწილობრივ იხარჯება გადამუშავების პროცესში. 35. გადაუმუშავებელი საქონელი – საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის გადამუშავების საბაჟო რეჟიმში ან საბაჟო ტერიტორიის გარეთ საქონლის გადამუშავების საბაჟო რეჟიმში მოქცეული საქონელი, რომელიც არ არის გადამუშავებული ამ რეჟიმში. 36. გადამუშავების პროდუქტი – საქონლის გადამუშავების შედეგად მიღებული ან წარმოებული პროდუქტი. 37. გამოსავლიანობის ნორმა – გადამუშავების პროდუქტის რაოდენობა, რომელიც მიღებულია განსაზღვრული რაოდენობის საქონლის გადამუშავების შედეგად. 38. ეკვივალენტური საქონელი – საქართველოს საქონელი, რომელიც საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის გადამუშავების საბაჟო რეჟიმში დეკლარირებული შემოსატანი საქონლის ნაცვლად გამოიყენება გადამუშავების პროდუქტის მისაღებად. 39. მთლიანად წარმოებული ან მიღებული საქონელი: ა) სასარგებლო წიაღისეული, მოპოვებული ამ ქვეყნის წიაღიდან, მისი ტერიტორიული წყლიდან ან ზღვის ფსკერიდან; ბ) მცენარეული წარმოშობის პროდუქცია, მოყვანილი ან შეგროვებული ამ ქვეყანაში; გ) ამ ქვეყანაში გაჩენილი და გაზრდილი ცხოველები; დ) ამ ქვეყანაში ბინადარი ცხოველებისაგან მიღებული პროდუქტები; ე) ამ ქვეყანაში ნადირობისა და თევზჭერის შედეგად მიღებული პროდუქცია; ვ) საზღვაო თევზჭერის შედეგად მიღებული და საზღვაო წარმოშობის სხვა პროდუქცია, რომელიც მოპოვებულია ამ ქვეყნის გემის საშუალებით; ზ) ამ ქვეყნის სარეწ გემზე მიღებული პროდუქცია, რომელიც წარმოებულია მხოლოდ ამ ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტში აღნიშნული პროდუქციისაგან; თ) პროდუქცია, რომელიც მიღებულია ამ ქვეყნის ფარგლებს გარეთ მდებარე ზღვის ფსკერიდან ან ზღვის ფსკერის წიაღიდან, მხოლოდ იმ პირობით, რომ ქვეყანას აქვს ზღვის ფსკერის ან წიაღის ამ მონაკვეთის დამუშავების საგანგებო უფლებები; ი) საწარმოო ოპერაციების შედეგად მიღებული ნარჩენები, ჯართი და ნახმარი ნაკეთობები, რომლებიც შეგროვდა საქართველოში და გამოიყენება მხოლოდ ნედლეულად გადამუშავებისათვის; კ) საქონელი, რომელიც წარმოებულია ამ ქვეყანაში, ამ ნაწილის „ა“–„ი“ ქვეპუნქტებში აღნიშნული პროდუქციისაგან. საქართველოს 2006 წლის 29 დეკემბრის კანონი №4247 – სსმ I, №50, 30.12.2006 წ., მუხ.398 საქართველოს 2006 წლის 29 დეკემბრის კანონი №4256 - სსმ I, №51, 31.12.2006წ., მუხ. 450 საქართველოს 2008 წლის 26 დეკემბრის კანონი №872 - სსმ I, №41, 30.12. 2008წ., მუხ.307 თავი II საბაჟო პროცედურების განმახორციელებელ პირთა უფლებები და მოვალეობები მუხლი 8. წარმომადგენელი 1. პირს უფლება აქვს, საბაჟო ორგანოსთან ურთიერთობა ჰქონდეს როგორც უშუალოდ, ისე თავისი წარმომადგენლის მეშვეობით. 2. პირის წარმომადგენლად ითვლება პირი, რომლის უფლებამოსილებაც საქართველოს სამოქალაქო კოდექსის თანახმად წარმოიშობა დავალების (ერთჯერადი მინდობილობის ან გენერალური მინდობილობის, ხელშეკრულების ან მისი შემცვლელი დოკუმენტის) საფუძველზე, რომლითაც წარმომადგენელმა შეიძლება იკისროს განსაზღვრული საბაჟო პროცედურის ან საბაჟო პროცედურების განხორციელების ან/და საბაჟო ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების ამ კოდექსის შესაბამისად გასაჩივრების ვალდებულება. 3. წარმომადგენლობა შეიძლება იყოს: ა) პირდაპირი – როდესაც წარმომადგენელი მოქმედებს სხვა პირის სახელით და მისივე დავალებით; ბ) ირიბი – როდესაც წარმომადგენელი მოქმედებს თავისი სახელით, მაგრამ სხვა პირის დავალებით. 4. საბაჟო პროცედურების განხორციელებისას წარმომადგენელი შეიძლება იყოს პირი (გარდა ამ მუხლის მე-8 ნაწილით განსაზღვრული პირისა), რომლის პასუხისმგებლობაც საბაჟო ორგანოს წინაშე მუდმივად უზრუნველყოფილია საბანკო დაწესებულების მიერ გაცემული 50 000 ლარის ოდენობის საბანკო გარანტიით. გარანტიის წარდგენისა და გამოყენების წესებს ადგენს საქართველოს ფინანსთა მინისტრი შესაბამისი ბრძანებით. 5. წარმომადგენლისათვის ამ მუხლის მე-4 ნაწილით დადგენილი პირობები არ ვრცელდება ტრანზიტის საბაჟო რეჟიმის დროს და ამ კოდექსის 70-ე მუხლის მე-4 ნაწილში აღნიშნულ შემთხვევებში. 6. ამ მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე განსაზღვრული საბაჟო პროცედურების განხორციელებისას მის დასრულებამდე წარმომადგენელი ისევე ასრულებს ყველა ვალდებულებას, როგორც შეასრულებდა საქონლის მესაკუთრე ან/და მფლობელი ან/და დეკლარანტი, და მას ეკისრება ისეთივე პასუხისმგებლობა, როგორიც დაეკისრებოდა საქონლის მესაკუთრეს ან/და მფლობელს ან/და დეკლარანტს. 7. საბაჟო ორგანო ვალდებულია, წარმომადგენელს მოსთხოვოს წარმომადგენლობის უფლების განხორციელების დამადასტურებელი დოკუმენტი, ხოლო წარმომადგენელი ვალდებულია, საბაჟო ორგანოს წარუდგინოს დავალება (ერთჯერადი მინდობილობა ან გენერალური მინდობილობა ან ხელშეკრულება ან მისი შემცვლელი დოკუმენტი). 8. წარმომადგენლობაზე დავალება (ერთჯერადი მინდობილობა ან გენერალური მინდობილობა ან ხელშეკრულება ან მისი შემცვლელი დოკუმენტი) არ მოითხოვება, თუ საწარმოს/ორგანიზაციის ან მეწარმე ფიზიკური პირის სახელით მოქმედებს მასთან დასაქმებული და საწარმოს/ორგანიზაციის ხელმძღვანელის (დირექტორის) ან მეწარმე ფიზიკური პირის მიერ გაცემულია წარმომადგენლობის უფლება მისივე ბეჭდით დამოწმებული (მისი არსებობის შემთხვევაში) და ხელმოწერილი დოკუმენტით, ხოლო ფიზიკური პირის შემთხვევაში, საქართველოს სამოქალაქო კოდექსით განსაზღვრული კანონიერი წარმომადგენლობისას, (მეურვე, მშობელი და სხვ.) – შესაბამისი დოკუმენტი. საქართველოს 2008 წლის 26 დეკემბრის კანონი №872 - სსმ I, №41, 30.12. 2008წ., მუხ.307
Изменения, которые прошла эта статья
Updates the definition of 'Customs Authority' to explicitly include units within the Revenue Service.
акт об изменении №91498Refines definitions of ‘identical’ and ‘similar’ goods for valuation purposes, crucial for customs assessments.
акт об изменении №17464Redefines 'Customs Authority' as encompassing the Revenue Service and its units, solidifying its role in border procedures.
акт об изменении №22864The definition of 'tariff measures' is now explicitly linked to the tax defined in the Tax Code.
акт об изменении №22810Эти юристы работают в правовой области, связанной с этой статьёй.