1.საქონლის დაბეგვრის, სავაჭრო პოლიტიკის ღონისძიებების გატარების და საბაჟო პროცედურების განხორციელების მიზნით საქონელს ენიჭება საქართველოს საქონლის ან უცხოური საქონლის საბაჟო სტატუსი.
2.ამ კოდექსის მიზნებისათვის, საქართველოს საქონელი არის: ა) საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე (გარდა თავისუფალი ზონისა) მთლიანად წარმოებული ან მიღებული საქონელი (გარდა თავისუფალ მიმოქცევაში გაშვების (იმპორტის) საბაჟო რეჟიმში მოსაქცევი, ამ კოდექსის მე-7 მუხლის 39-ე ნაწილის „ი“ ქვეპუნქტით განსაზღვრული ნარჩენებისა); ბ) უცხო ქვეყნიდან/თავისუფალი ზონიდან შემოტანილი და თავისუფალ მიმოქცევაში გაშვებული საქონელი; გ) ამ კოდექსის 87-ე მუხლის შესაბამისად საბაჟო ორგანოს მიერ განკარგული საქონელი; დ) ამ კოდექსის 168-ე მუხლის შესაბამისად სახელმწიფო საკუთრებაში გადაცემული საქონელი; ე) ამ კოდექსის 116-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული შემოტანილი საქონელი; ვ) მხოლოდ საქართველოს საქონლისაგან წარმოებული ან მიღებული საქონელი; ზ) საქონლის ექსპორტის საბაჟო რეჟიმში გაშვებული უცხოური საქონლის გადამუშავების შედეგად მიღებული პროდუქტი.
3.ამ კოდექსის მიზნებისათვის უცხოური საქონელი არის საქონელი, რომელიც არ აკმაყოფილებს ამ მუხლის მე-2 ნაწილში აღნიშნულ პირობებს. თუ საქართველოს საქონელი გატანილ იქნა საქართველოს საბაჟო ტერიტორიიდან (გარდა თავისუფალ ზონაში მოთავსებისა), იგი კარგავს საქართველოს საქონლის საბაჟო სტატუსს. საქართველოს 2008 წლის 14 მარტის კანონი №5916 - სსმ I, №7, 26.03.2008წ., მუხ.36 საქართველოს 2008 წლის 26 დეკემბრის კანონი №872 - სსმ I, №41, 30.12. 2008წ., მუხ.307






